კატეგორიულად შეუთავსებელი 3 წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მიიჩნევა, რომ ყველაზე უკეთ ერთი სტიქიის წარმომადგენლები ეთავსებიან, კოფლიქტის მიზეზი კი ზოდიაქოს ნიშნების განსხვავებული ხასიათი შეიძლება გახდეს. თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ სწორედ ეს 3 წყვილი.
ვერძი - თხის რქა
ვერძი - ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი აქტიური ადამიანია, რომელიც ცხოვრების ფიზიკურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. ძალიან უშიშარია, ხანდახან სიფრთხილეზე ივიწყებს, რთულ ურთიერთობებში კი - შურისძიების სურვილი უჩნდება. უყვარს ცვლილებები და სწრაფად ადაპტირდებიან. სტაბილურობა მათთვის მოსაწყენია.
თხის რქა - მიწის შვილია, პრაქტიკული აზროვნების განსახიერება. მუდამ იღწვის დასახული მიზნებისკენ და საამისოდ ძალებს არ ზოგავს. უყვარს შეჰიბრი, შესაძლოა, ვერძზე მეტადაც კი, ასეთი შეჯიბრება კი ჰარმონიულ ურთიერთობებს ხელს უშლის. ვერძისგან განსხვავებით, დიდი ამბიციები აქვს, რომლებსაც კარიერულ კიბეზე სულ მაღლა და მაღლა აჰყავთ. კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს ვერძის თავგადასავლებისადმი მიდრეკილება, რაც კონსერვატიულ თხის რქას არ მოსწონს.
კურო - ლომი
კურო მესაკუთრეა და საკმაოდ ძლიერი, სწორხაზოვანი ხასიათი აქვს. კარგად განვითარებული ესთეტიური გრძნობა გააჩნია: ამჩნევს და აფასებს ყველაფერ მშვენიერს. პრაქტიკულია და რაციონალური, თუმცა მას მატერიალისტს ვერ უწოდებ. არც თუ ისე ამბიციურია, მაგრამ კომფორტული სამუშაო გარემო მისთვის მნიშვნელოვანია. მთავარ ღირებულებას ოჯახი და მეგობრები წარმოადგენს.
ლომიც ზუსტად ასეთი მესაკუთრეა, არავითარ შემთხვევაში არ დაემშვიდობება ნადავლს. და იქ, სადაც ასეთი ძლიერი გრძნობები ხვდება ერთმანეთს, იოლად ალდება ეჭვიანობის ცეცხლი. ამასთან, ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და აპლოდისმენტები, და ეს მხოლოდ ნავთს უსხამს ცეცხლს. კონფლიქტში ორივე ნიშანი ცდილობს, ბოლო სიტყვა მას დარჩეს, ლომის სიამაყე კი სიჯიუტეს ეტაკება, რომელიც კუროს ახასიათებს.
ტყუპები - თევზები
ტყუპები ძალიან გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, იციან, როგორ მოხიბლონ გარშემომყოფები. ეხერხებათ მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ თუ პირდაპირ ვერ აღწევენ სასურველს, ეშმაკობას იყენებენ. მათ დიდ რომანტიკოსებს ვერ უწოდებ, მაგრამ მხიარულები და სპონტანურები არიან. უყვართ თავგადასავლები და სერიოზულ ურთიერთობაში ჩაბმა ცოტათი უჭირთ.
თევზებს ბედნიერი ცხოვრება ურთიერთობების, სადაც პარტნიორს სრულებით ვერ მიენდობი, ვერ წარმოუდგენიათ. შეყვარებული თევზები მზად არიან, წავიდნენ კომპრომისზე და დათმობაზე. სამწუხაროდ, მათ დელიკატურობას და მზრუნველობას ყოველთვის როდი აფასებენ - და სწორედ ეს უცრუებს მათ იმედებს.