მუდმივად გაწუხებთ მუცლის შებერილობა? ჩვენ ვიცით, თუ როგორ გადავჭრათ პრობლემა

მუდმივად გაწუხებთ მუცლის შებერილობა? ჩვენ ვიცით, თუ როგორ გადავჭრათ პრობლემა
მეტეორიზმი - მოვლენა, რომელიც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. მოცემული პრობლემა ძალზედ გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეტიც, ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის კვლევების თანახმად, ყოველი მეორე ამერიკელი იტანჯება ამ პრობლემისგან.

რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ ავირიდოთ თავიდან ეს პრობლემა?

1. მუცლის შებერილობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებაა. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, მიირთვით მცირე ულუფებით დღის განმავლობაში 5-ჯერ ან 6-ჯერ. განსაზღვრეთ ერთ ჯერზე მიღებული საკვების ულუფა თქვენი მუჭის ზომის მიხედვით.

2. ცხიმებს გაცილებით დიდი დრო ესაჭიროება გადასამუშავებლად, ვიდრე ცილებსა და ნახშირწყლებს. სწორედ ამიტომ, ცხიმოვანი საკვები განაპირობებს მუცლის შებერილობასა და სიმძიმის განცდას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, თქვით უარი ცხიმიან საკვებზე. ეს სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც.

3. ჩვენი ტვინი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ იღებს სიგნალს იმის შესახებ, რომ ჩვენ ვჭამეთ. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ნელა ჭამენ, როგორც წესი, იღებენ გაცილებით ნაკლებ კალორიას, ვიდრე სწრაფი ჭამის მოყვარული ადამიანები.

4. სორბიტოლი და ფრუქტოზა - ხელოვნური დამატკბობლების განუყოფელი ინგრედიენტები. ორგანიზმს არ შეუძლია ამ ორი ნივთიერების ბოლომდე გადამუშავება, რასაც მუცლის შებერილობამდე მივყავართ. იმისათვის, რომ აირიდოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, გამორიცხეთ საკუთარი კვების რაციონიდან ხელოვნური დამატკობლები.

5. მთელი მარცვლები ბოჭკოების (უჯრედისის) საკმაოდ დიდი წყაროა. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ მუცლის შებერილობა ბოჭკოებით გამდიდრებული პროდუქტების მირთმევის დროს, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი.

6. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას საკმაოდ ხშირად მივყავართ მუცლის შებერილობამდე, განსაკუთრებით კი პრემენსტრუაციული პერიოდის ან ორსულობის დროს. ექიმები გვირჩევენ, რომ დღის განამვლობაში მინიმუმ 30 წუთით დავკავდეთ ფიზიკური აქტივობით, რათა შევძლოთ საკვების გადამუშავების პროცესის სტიმულირება.



გისურვებთ ჯანმრთელობას!