ოქროსფერი ნიღაბი ვარდისფერი კანისთვის

ოქროსფერი ნიღაბი ვარდისფერი კანისთვის
რა თქმა უნდა, ყველა ქალს სურს მისი კანი ბუნებრივად სუფთა და მბზინვარე იყოს. ამისთვის კი თაფლს უნდა დაუმეგობრდეთ, ჩართოთ იგი თქვენი კანის მოვლის რუტინაში.

რა გვჭირდება:

  • სუფთა თაფლი - 1 ჩაის კოვზი
  • რძე - ორი ჩაის კოვზი


კარგად შეურიეთ ერთმანეთს რძე და თაფლი. წაისვით სახესა და ყელზე, მოერიდეთ თვალის გარშემო ზონებს. გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.
ამ პროცესის გამეორება შეგიძლიათ დღეში ორჯერ, სამი კვირის განმავლობაში.