მოუვლელი ქალი მამაკაცების თვალში: რას აქცევენ ყურადღებას პირველ რიგში
რთულია, იპოვო ქალი, რომელსაც არ სურს, მოვლილად გამოიყურებოდეს. თუმცა, თითოეულ ადამიანს მოვლა თავისებურად ესმის. საერთო სურათის შესაქმნელად, გამოიკითხა მამაკაცები, რის შედეგადაც დადგინდა მოუვლელი ქალის ნიშნები. დამტკიცებულია, რომ ძვირად ღირებული სალონის პროცედურების მერეც კი შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების შემჩნევა.
მოუვლელი ქალის 5 ნიშანი
მოუვლელი ქალის 5 ნიშანი
- უამრავი მამაკაცისთვის ქალის გარეგნობაში სწორედ თმა არის საყვარელი ნაწილი. ამიტომ დაუშვებელია შეუღებავი თმის ძირები და გაყოფილი ბოლოები. ვიმედოვნებთ, ჭუჭყიან თმაზე საუბარიც ზედმეტია.
- ძალიან უსიამოვნოა სხეულზე ზედმეტი თმა, განსაკუთრებით, სახეზე. ულვაშებს ჯერ არცერთი ქალი არ დაუმშვენებია. უამრავი გოგონა ზამთარში ფეხებზე თმას არ იპარსავს და ამის გამო ხშირად უხერხულ სიტუაციაში ვარდება.
- მამაკაცები ხელებსაც აქცევენ ყურადღებას, რომლებზეც კანი გლუვი და ნაზი უნდა იყოს და არა აქერცლილი. მოუვლელი ქალის ნიშანია დამტვრეული ფრჩხილები და აქერცლილი ლაქი. რთულია ისეთი მამაკაცის პოვნა, ვინც ასეთი ხელების დაკოცნას მოისურვებს.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახეს. კანი აუცილებლად გლუვი უნდა იყოს, გამონაყარებისა და შავი წერტილების გარეშე. მამაკაცები ამბობენ, რომ მათ არ სიამოვნებთ სახეზე მოფერება, თუ რბილი კანის ნაცვლად კარდონის ქაღალდს გრძნობენ. მაკიაჟი ზომიერი უნდა იყოს და ადგილისთვის შესაფერისი.
- კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ქალის გარეგნობას აფუჭებს, გახლავთ დამსკდარი ტუჩები, რომელსაც ლამაზი პომადითაც ვერ დაფარავ.