მუწუკების და ფერისმჭამელების მოშორება ერთ ღამეში

მუწუკების და ფერისმჭამელების მოშორება ერთ ღამეში
მუწუკები და ფერიმჭამელები კანის ის პრობლემებია, რომლებსაც ყველა ებრძვის. ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ეფექტური, უმტკივნეული და სწრაფი მეთოდი მათ მოსაცილებლად.

ეს მალამო ამ პრობლემებს ზუსტად ერთ ღამეში მოგაცილებთ.

პირველ რიგში, გამოწურეთ წვენი პომიმდვრის რბილობიდან (თესლები წინასწარ მოაშორეთ). წაისვით წვენი სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთს. მანამდე კი შეგიძლიათ ღამის მალამოც დაამზადოთ. ამისთვის კი მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ:


  • ლიმონის წვენი
  • შაქარი

    ინგრედიენტების მოცულობა დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე, ასევე კანის პრობლემური მონაკვეთის ზომაზე. ლიმონს წვენი შეურიეთ შაქარს ისე, რომ მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. შაქრის გრანულები ბოლომდე არ უნდა გადნეს. წაისვით პასტა სახეზე. პრობლემურ ზონებზე მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ. დაიტოვეთ სახეზე მთელი ღამით.

    ლიმონის სიმჟავე გამოაშრობს კანს და ფორები შემცირდება.

    ამ მალამოს გამოყენება რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც მშრალი კანი აქვს.