ყურადღება! ყალბი ბრენდული ჩანთების 7 ნიშანი!
ლამაზი, ხარისხიანი და ბრენდული ჩანთა ყველა ქალის ოცნებაა. ხანდახან თანხასაც ვაგროვებთ სასურველი ნივთის შესაძენად, თუმცა დიდია რისკი, რომ სოლიდურ ფასად ყალბი ბრენდული ჩანთა შემოგვატყუონ. ამიტომ გთავაზობთ 7 მახასიათებელს, რითიც ყალბ და ნამდვილ ბრენდულ ჩანთებს განასხვავებთ:
- ყურადღება მიაქციეთ დეტალებს
ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული თითოეული ჩანთა საგულდაგულოდ მოწმდება დეფექტებზე. თითოეული ნაკერი იდეალური და თანაბარი უნდა იყოს, ძაფები არ უნდა იყოს გამოჩრილი და არავითარი ვიზუალური დეფექტი არ უნდა შეინიშნებოდეს. ნამდვილი ბრენდული ჩანთების თითოეული ეგზემპლარი ხელნაკეთია, ამიტომ თუ გამყიდველი გარწმუნებთ, რომ ჩანთას უბრალოდ ქარხნული დეფექტი აქვს, არც კი მოუსმინოთ. არ არსებობს ქარხნული დეფექტი დიზაინერის მიერ შექმნილ ბრენდულ ჩანთაზე. - საკეტები, ელვები და ღილები
განსაკუთრებული ყურადღება პატარა ლითონის დეტალებს მიაქციეთ. ისინი იდეალური ხარისხის უნდა იყოს და ზედ ნომერი ან სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული ხარისხისა და ნამდვილობის დასადასტურებლად.
მაგალითად, „ჰერმესის“ თითოეულ ჩანთას ბეჭდად აქვს დასმული ლოგო შემდეგი წარწერით: ‘Hermes Paris made in France’, მეორე ბეჭედი კი შიდა მხარეს აქვს და მასზე დამზადების წელი და გამოყენებული მასალაა ასახული. - მასალები
ცნობილი ბრენდები არ იყენებენ უხეშ ტყავს. ისინი მხოლოდ მაღალი ხარისხის, ნაზ მასალებს ანიჭებენ უპირატესობას. ტყავის ნაწარმი არ უნდა იყოს წებოვანი ან ცხიმიანი. ზოგიერთი ბრენდული ჩანთა შეიძლება რბილი და მოწნილი იყოს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფორმას არ კარგავს. - ბრენდის სახელი
ხანდახან დეტალებს ზედმეტად ვაკვირდებით დავეღარ ვამჩნევთ მთავარს: ბრენდის სახელს. ყალბ ნიმუშებს ბრენდის სახელი განსხვავებული შრიფტით აწერია, ხანდახან კი შეცდომითაც. იარლიყს ყოველთვის შეუძლია ტყუილი გამოამჟღავნოს. - სერიული ნომერი
სერიული ნომერი ნამდვილი ბრენდული ჩანთის ყალბისგან გარჩევის მთავარი საშუალებაა. იარლიყი, რომელზეც სერიული ნომერი წერია, საგანგებო წესით ეკვრის პროდუქტს და მისი მოცილება ნივთის დაზიანების გარეშე შეუძლებელია. ყალბ ნიმუშებს, როგორც წესი, სერიული ნომერი უბრალოდ წებოვანი ქაღალდი აქვს მიკრული ზედაპირზე. - შეფუთვა
გაითვალისწინეთ, რომ ძვირადღირებულ ბრენდულ ჩანთებს ყოველთვის აქვთ ასეთივე ძვირადღირებული შეფუთვა, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული. შეფუთვას არანაირი დეფექტი არ უნდა გააჩნდეს, მათ შორის არც ფერის მხრივ. დამატებითი აქსესუარები შედის ჩანთის ღირებულებაში, არასდროს გადაიხადოთ მათში დამატებითი თანხა. - აშკარა მახასიათებლები
მაღაზიაში წასვლამდე პატარა ონლაინ მოკვლევა ჩაატარეთ იმ ბრენდის ატრიბუტიკაზე, რომლის პროდუქციის შეძენასაც გეგმავთ. თითოეულ ბრენდს თავისი ძალიან გამოკვეთილი მახასიათებლები აქვს.
მაგალითად, „პრადას“ ორიგინალი ჩანთის სარჩულის ფერი ყოველთვის იგივეა, რაც გარეგანი საფარისა. ეს ბრენდი ყოველთვის იდეალურად უხამებს ერთმანეთს ჩანთის ზედაპირისა და სარჩულის ფერებს. რაც შეეხება „დიორს“, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩანთას ჰქონდეს უნიკალური კაშკაშა წითელი სარჩული, ბრენდის ლოგო კი ამოქარგული იყოს. მეტისმეტად პრიალა და სრიალა სარჩული ცუდის ნიშანია.