ბიკინის ზონაზე ბიოეპილაციის შემდეგ არ გააკეთოთ ეს 11 რამ!
ბიკინის ზონის მოვლა თანამედროვე მოვლილი ქალისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა. სხვადასხვა საშუალებებს შორის, კვლავ პოპულარულია ბიოეპილაცია. არ გვინდა, შეგშინოთ, უბრალოდ გვინდა, იცოდეთ, რომ ბიოეპილაცია საკმაოდ ტრავმულია თქვენი კანისთვის, 48 საათის განმავლობაში კანი ის ძალიან მგრძნობიარეა ბაქტერიაბის და გაღიზიანების მიმართ, ამიტომ გარკვეული წესების დაცვა მოგიწევთ.
აი, რას უნდა აარიდოთ თავი:
აი, რას უნდა აარიდოთ თავი:
- მზეზე გასვლა
რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება, ჩავიცვათ საცურაო კოსტიუმი და მზეზე გავირუჯოთ სრულიად თავდაჯერებულები, მაგრამ კანი ამ დროს მეტად მგრძნობიარეა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. დერმატოლოგები გვარწმუნებენ, რომ ამან შეიძლება ჰიპერპიგმენტაცია გამოიწვიოს. - აუზი
ექსპერტები გვირჩევენ, რამდენიმე დღე თავი ავარიდოთ აუზებს, რადგან ამ დროს დიდია ინფექციის საშიშროება. - სკრაბი
ბიოეპილაცია თმასთან ერთად მკვდარ უჯრედებსაც გვაშორებს, ამიტომ დაეპილაციებული კანის დამატებით „ხეხვა“ მას მხოლოდ გააღიზიანებს და დააზიანებს. თუმცა პირვლეი რამდენიმე დღის შემდეგ პირიქით სასურველია, ნაზი სკრაბით მოვიცილოთ მკვდარი უჯრედები. - საუნა
ორთქლი აფართოებს ფორებს და ბეწვის ამოსვლას უწყობს ხელს, რამაც შეიძლება შეცდომით გაფიქრებინოთ, რომ ბიოეპილაციის პროცედურა სათანადოდ ვერ ჩაგიტარდათ. გარდა ამისა, ბაქტერიას უყვარს სითბო და სინოტივე, ამიტომ პირველ დღეებში ასეთ ადგილებს მოერიდეთ. - შესასხურებელი რუჯი
ქიმიური ნივთიერებები კანს გააღიზიანებს, თანაც ფერი არათანაბრად დაჯდება დანარჩენ კანთან შედარებით. - ხელოვნური ფერის ან სურნელის შემცველი პროდუქტების გამოყენება
მათ შორის სუნამო, ლოსიონი, საპონი, ან ნებისმიერი სხვა ჰიგიენის პროდუქტი, რაც ამგვარ ნივთიერებებს შეიცავს, ახლადნაეპილაციებ კანს გააღიზიანებს. - აბაზანა
რამდენიმე დღე ჯობს, უბრალოდ შხაპით დაკმაყოფილდეთ, რადგან ამ დროს ინფექციების მიმართ კანი ძალიან მგრძნობიარეა, შხაპის გამდინარე წყალი კი გაცილებით უსაფრთხოა. - უხეში სექსი
უხეში მოძრაობებით კანი რომ არ გააღიზიანოთ, პირველი ორი დღე მოერიდეთ სექსუალურ კონტაქტს. მხოლოდ ჩახუტებას და ალერსს დასჯერდით. - ვიწრო ტანსაცმელი
ასეთ დროს ყველაფერი, რაც ზედმეტად ეხახუნება კანს, აღიზიანებს მას. ეცადეთ, ჩაიცვათ გრძელი კაბა ან თავისუფალი შარვალი, სასურველია ბამბის ქსოვილისგან იყოს დამზადებული. - ფიზიკური დატვირთვა
სირბილი, აერობიკა ან ველოსიპედით სეირნობაც არ არის სასურველი, რადგან ხახუნისას კანი ძალიან ღიზიანდება. გარდა ამისა, გაოფლიანებაც საკმაოდ მავნებელია. ორიოდე დღით შეისვენეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან. - გადახურება
ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ გადახურება ტკივილს აძლიერებს. ეცადეთ, გაანიავოთ სივრცე, სადაც იმყოფებით, ან ჩართოთ კონდიციონერი.