ნაოჭების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი 2 ნიღაბი ლავანდისა და ბანანისგან

ნაოჭების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი 2 ნიღაბი ლავანდისა და ბანანისგან
ადრე თუ გვიან, ნაოჭებთან შერკინება ნებისმიერ ქალს უწევს. ზოგი ნაოჭების გაჩენას მშვიდად ხვდება, ზოგი კი მტკივნეულად. თუმცა, ერთი რამ ნათელია - მათ უნდა ვებრძოლოთ. თანამედროვე კოსმეტოლოგია უამრავ პროცედურას გვთავაზობს, მაგრამ უმჯობესია, ნატურალური საშუალებები გამოვიყენოთ. დღეს FPAPARAZZI შემოგთავაზებთ სასწაუმოქმედი ნიღბების რეცეპტებს, რომლების მეშვეობითაც კანი სიგლუვეს დაიბრუნებს და საგრძნობლად გაახალგაზრდავდებით.

რეცეპტი #1

შეურიეთ:
  • 2 ს.კ. გამხმარი გვირილა
  • 2 ს.კ. გამხმარი ლავანდა
  • 2 ს.კ. სალბის ბალახი

დაასხით ბალახებს მდუღარე წყალი, სქელი მასის მისაღებად. წაისვით მასა სახეზე და ყელზე, დაიფარეთ ხელსახოცით და გაიჩერეთ 15-20 წუთით.

რეცეპტი #2

შეურიეთ:
  • 1 ს.კ. ბანანის რბილი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

წაისვით მიღებული მასა სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.