რჩევები როგორ უნდა შევღობოთ ესა თუ ის ქსოვილი სახლის პირობებში

რჩევები როგორ უნდა შევღობოთ ესა თუ ის ქსოვილი სახლის პირობებში
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს თუ როგორ და რა წესით უნდა შეიღებოს ტანსაცმელი სახლის პირობებში.

ქსოვილის შეღებვის პროცესი სამი ნაწილისგან შედგება:

  1. თვით ქსოვილის, მით უმეტეს, თუ ის ნახმარია, გაწმენდა, გარეცხვა, ლაქების მოშორება და თუ საჭიროა დარღვევა.

  2. საღებავი სითხის წესიერად შემზადება, ე.ი. საღებავი ფხვნილის თანაბრად გახსნა წყალში.

  3. თვით შეღებვის პროცესი , ე.ი. ჭურჭელი, რომელშიც იღებება ქსოვილი, უნდა იყოს სუფთა, დაუჟანგავი, მოცულობით ისეთი ზომის, რომ იტევდეს 30-ჯერ მეტი წონის წყალს, ვიდრე იწონის შესაღები ქსოვილი მშრალი სახით.
    შავად, ლურჯად და სხვა მუქ ფერად შეღებვისას წყალი 20-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე შესაღები ქსოვილი

  • ტილოსა და ბამბეულის ქსოვილები უმჯობესია იღებებოდეს სარეცხი სოდით შერბილებულ წყალში ( 1 სუფრის კოვზი ვედრო წყალზე ). დასველებული , კარგად გაწურული, დაბერტყილი ქსოვილი უნდა ჩაიშვას 40-50o - მდე გაცხელებულ შესაღებ სითხეში. შემდეგ ხშირი მორევით სითხე უნდა მივიყვანოთ დუღილამდე და ვადუღოთ დაახლოებით 40 წუთი.

  • შალეული ქსოვილისთვის შესაღები სითხე ასევე მზადდება, მხოლოდ ემატება არა სუფრის, არამედ გლაუბერის მარილი ( 50 გრ ვედრო წყალზე ) .
    შალეულის შესაღებად სასურველია ვიხმაროთ მინანქრით მოპირკეთებული ჭურჭელი. დუღილამდე მიყვანილი სითხიდან უნდა ამოვიღოთ ქსოვილი, ჩავასხათ 2-3 სუფრის კოვზი ძმარი და ისევ ჩავუშვათ , 40 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ქსოვილი სითხეში ჩავტოვოთ გაცივებამდე, შემდეგ რამდენჯერმე ამოვრეცხოთ სუფთა წყალში.

  • ვისკოზის აბრეშული ისევე იღებება, როგორც ბამბეულის ქსოვილი, მხოლოდ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უნდა ჩაიდოს ცივ შესაღებ სითხეში და თანდათან შეცხელდეს.

  • ნახევარშალის ქსოვილის შესაღებად უნდა ავიღოთ სანახევროდ ბამბეულის და შალეულის შესაღები ფხვნილები. შეღებვა კი იმავე წესით უნდა, როგორც შალეულ ქსოვილს.

  • ქსოვილის შეღებვის პროცესი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის ესა თუ ის ქსოვილი ან ტანსაცმელი წინასწარ მომზადებული შესაღებად.
    შეღებვის წინ აუცილებელია ქსოვილის მტვრისა და ყოველგვარი ლაქებისგან გაწმენდა. შესაღებს უნდა მოერღვას სარჩული, ღილები, ბალთები და სხვა.
    ერთხელ შენაღები და გახუნებული ტანსაცმლის ხელახლა შეღებვის წინ რეკომენდებულია ჯერ უწინდელი საღებავის მოცილება და შემდეგ შეღებვა. ამისათვის იხმარება სხვადასხვა გამათეთრებელი საშუალება: ბამბეულის და ტილოს ქსოვილებისათვის - ქლორკირწყალი, შალეული და ნატურალური აბრეშუმისათვის - 3 % ზეჟანგი, ე.ი. 100 წილ წყალზე უნდა ავიღოთ სამი წილი ზეჟანგი. ეს სითხე უნდა გავათბოთ და შიგ ჩავდოთ შესაღები ტანსაცმელი, შევდგათ ცეცხლზე და ვურიოთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ამოვწიოთ ქსოვილი და სითხეში ჩავასხათ 1 ს/კ ნიშადურის სპირტი. ისევ ჩავდოთ ქსოვილი და გავაჩეროთ ამ სითხეში გაცივებამდე. შემდეგ ამოვრეცხოთ ჯერ საპნიან, ხოლო - ბოლოს სუფთა წყალში.

  • ბამბეულისა და ტილოს ქსოვილების გათეთრება ქლორწყალში შემდეგნაირად ხდება: 100 გრ ქლორკირი გავხსნათ 1 ლიტრ წყალში, კარგად ავურიოთ, შევდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ წამოდუღებამდე. გულმოდგინედ ვურიოთ და დავდგათ. როდესაც დაწდება ან დაილექება, გადმოვწუროთ, კიდევ დაუმატოთ წყალი და ჩავდოთ გასათეთრებელი ქსოვილი. 20 წუთის შემდეგ ჩავუმატოთ 2 ჩ/კ ნიშდურის სპირტი და კიდევ 15 წუთით გავაჩეროთ, შემდეგ კარგად ამოვრეცხოთ ჯერ საპნით, შემდეგ უბრალო წყალში.
  • არსებობს 4 ძირითადი ფერი: შავი, ლურჯი, წითელი და ყვითელი. აი ამ ძირითადი ფერების შეზავებით შეგვიძლია მივიღოთ მრავალი სხვადასხვა ფერი.
    საღებავი იყიდება ფხვნილის სახით, რომელსაც ახლავს ახსნა-განმარტება შინაური წესით ღებვის შესახებ. ამიტომ ამაზე აქ არ შევჩერდებით. ვიტყვით მხოლოდ , რომ საღებავი სითხის შესამზადებლად საუკეთესოა ნაწვიმარი წყალი. თუ ასეთი არ გვაქვს, წყალს გავურევთ კალცსოდას. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს საღებავის სწრაფად დაშლას და ქსოვილის თანაბრად შეღებვას.