ხარისხიანი თეთრეული - მშვიდი ძილისა და დადებითი ემოციების გარანტი!

ხარისხიანი  თეთრეული - მშვიდი  ძილისა  და დადებითი ემოციების  გარანტი!
ნუ შეიძენთ იაფ და უხარისხო თეთრეულს - დადებითი ემოციები ღირს იმად, რომ არ დაზოგოთ ფული ხარისხიან ქსოვილსა და მდგრად საღებავზე. თეთრეულის შეძენისას სპეციალისტები ქსოვილის რამდენიმე მახასიათებლის გათვალისწინებას გვირჩევენ:

სატინა - ძალიან პრაქტიკულია. ეს ქსოვილი მჭიდროა და მბზინავი. აქვს გლუვი ზედაპირი. სატინა დამზადებულია ბამბის ნართის ორმაგი ხველისგან - გრეხილი ძაფის სტრუქტურა უზრუნველყოფს ქსოვილის ნათელ და გლუვ ზედაპირს. სატინა უფრო იაფია, ვიდრე აბრეშუმი, მაგრამ უფრო ძლიერი, ვიდრე ბამბის სხვა ქსოვილები. სატინის თეთრეული მრავალჯერ რეცხვას უძლებს.

აბრეშუმი - ეს არის რბილი ქსოვილი, დამზადებული აბრეშუმის პარკისგან ე.წ. აბრეშუმხვევიასგან. ქსოვილის სტრუქტურული შემადგენლობა არის სამკუთხა ფორმის, პრიზმის ეფექტით, რაც უზრუნველყოფს მის სირბილესა და ბზინვარებას. ირეკლავს სინათლეს, რომელიც ლამაზად აისახება ქსოვილის ზედაპირზე და აქვს პრიალა ეფექტი.

ბატისტის თეთრეული - მსუბუქია და გამჭვირვალე, მაგრამ ამავე დროს არაპრაქტიკული. თუ არჩევანს ბატისტის თეთრეულზე აკეთებთ, ისეთი კომპლექტის შეძენა სჯობს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი არ არის, მაგალითად, საქორწინო გარნიტური ან განსაკუთრებული სასაჩუქრე ეგზემპლარი.

ბიაზის თეთრეული - იაფია, ლამაზიცაა და პრაქტიკულიც. მდგრადობისა და გამძლეობის გამო ის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული.

ჩითი - ყველაზე დაბალფასიანია, გრილი და სასიამოვნოა ზაფხულში და ძალიან პრაქტიკულია გამოყენებისას.

თეთრეულის ახალი კომპლექტი ხმარებამდე 10 წუთით ჩავალბოთ 10 ლ წყლისა და 5 სუფრის კოვზი ძმრის ნარევში - მჟავა საღებავს უფრო მდგრადს გახდის. შემდეგ გავავლოთ და გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში 40 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში მათეთრებლის გარეშე. შემდეგშიც რეცხვის ასეთივე რეჟიმი გამოიყენეთ. გაფენამდე თეთრეული გადააბრუნეთ უკუღმა პირზე - ამით მას სინათლის ზემოქმედებისგან დაიცავთ და საღებავი ფერს აღარ შეიცვლის. ფერადი თეთრეული გაუთოეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ მითითებულ ტემპერატურაზე.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი