როგორ გავრეცხოთ ფარდები სწორად? შეინარჩუნეთ მათ სიქათქათე სამუდამოდ!

როგორ გავრეცხოთ ფარდები სწორად? შეინარჩუნეთ მათ სიქათქათე სამუდამოდ!
სახლის ინტერიერისთვის ფარდებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თითოეული დიასახლისი ოცნებობს ჰქონდეს სუფთა და ლამაზი ფარდები, რომლებიც მათ საცხოვრებელ გარემოში მყუდრო, ჰარმონიულ და ლამაზ გარემოს შექმნის. საწმუხაროდ, სარეცხ მანქანაში ფარდების გარეცხვის შემდეგ ისინი პირვანდელ სილამაზესა და ელფერს კარგავს. არავინ იცის, თუ საიდან ჩნდება უსიამოვნო ყვითელი ლაქები ფარდებზე...

გამოსავალი ყოველთვის არსებობს! მთავარია იცოდეთ, თუ როგორ გარეცხოთ ფარდები სწორად.



როგორ გავრეცხოთ "ტული"?

ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას, რათა ქსოვილმა შეინარჩუნოს სიბზინვარე და სიქათქათე. აუცილებელია დაასველოთ ქსოვილი გრილ წყალში, რომლის ტემპერატურაც 30-35 გრადუსს არ აღემატება. საკმარისია წყალი ოდნავ მეტად იყოს ცხელი, რომ ქსოვილმა დაკარგავს თავის ძველებური სილამაზე და სიქათქათე.



შემდეგი ეტაპი: წყლიან ჭურჭელში ჩაყარეთ ნახევარი კილოგრამი მარილი და გააჩერეთ ფარდა საათნახევრის განმავლობაში. ეს პროცედურა ლაქების ამოყვანაშიც დაგეხმარებათ და ფარდებს პირვანდელ ფერსა და სიქათქათეს ხანგრძლივი დროით შეუნარჩუნებთ. მოკლედ, ამ ქსოვილის მარილით რეცხვა იდეალური გამოსავალია. აუცილებლად გაავლეთ ფარდა გრილ წყალში და დაიმახსოვრეთ, რომ მისი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს!



გარეცხეთ ტული თხევადი სინთეტიკური სარეცხი საშუალებით. არ ღირს მისი ხელით ჭყლეტა და წურვა, ჩატოვეთ წყალში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.



ფარდას რომ სიბზინვარე შევუნარჩუნოთ, რეცხვისას თითო ლიტრ წყალზე დაუმატეთ 1ს/კ ძმარი და ნახავთ, რომ გავლების შემდეგ ქსოვილი ბზინვას დაიწყებს!

თუ გსურთ ქათქათა ფერს თოვლის სიბზინვარეც მიეცეს, რეცხვისას წყალს რამდენიმე წვეთი ლილა დაუმატეთ. გავლების შემდეგ ფარდები მზეზე ბზინვას დაიწყებს!