ლამაზი ხელები ორ თვლაში! სუპერ მარტივი ვარჯიშები სახლიდან გაუსვლელად!

ლამაზი ხელები ორ თვლაში! სუპერ მარტივი ვარჯიშები სახლიდან გაუსვლელად!
ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვარჯიშები სწორედ ის არის რაც საკუთარი თავის მიმართა პატივისცემას გვმატებს! ძალიან სასიამოვნოა გრძნობდე და გამოიყურებოდე სრული 100%-ით!
ყველა ვერ ახერხებს სპორტ დარბაზში სიარულს გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ სპორტ დარბაზში უკანასკნელი დანაზოგების ხარჯვის მაგიერ, მოდით შევეცადოთ ვივარჯიშოთ სახლში! დაგვერწმუნეთ, თქვენ იდეალური მდგომარეობის მიღწევა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

თქვენ არ დაგჭირდებათ არავითარი ხელსაწყო ან სპეციალური დანადგარი, ერთადერთი რაც დაგჭირდებათ ეს არის მყარი გადაწყვეტილება და ინსტრუქციების თანმიმდევრული შესრულება... იმისთვის, რომ თქვენი ვარჯიშები მაქსიმალურ შედეგს იძლეოდენ, ვარჯიში მოთელვით უნდა დაიწყოთ, სადაც ყველა მოქმედება 60 წამში უნდა იქნას შესრულებული, შესვენების 20 წამიანი პერიოდებით. საფუძვლიანი მოთელვის შემდეგ კი შეასრულეთ შემდეგი ვარჯიშები.



აზიდვები კედლიდან
კედლიდან აზიდვები ვარჯიშების იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც თქვენს სხეულს ტონუსში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. მოიხსენით ზედმეტი ტვირთები და ყურადღება ტრიცეფსის შეკუმშვა-გაფართოებაზე გადაიტანეთ. ეს ვარჯიშები საშუალებას იძლევა მივიღოთ მაქსიმალური შედეგები, მინიმალური დატვირთვით.



უკუ აზდივები
მოცემული ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესოა თქვენი ხელების და მთლიანად სხეულის ფორმაში შესანარჩუნებლად





ხელების ტრიალი

მოცემული ვარჯიში ძალიან ეფექტურია, ვინაიდან ის ახდენს შიდა კუნთების ამუშავებას, მიმართულების ცვლის ხარჯზე.გარდა ამისა თქვენ ისწავლით შეფერხებისა და ყურადღების კონტროლირებას.

ვარჯიში სიმძიმეებით (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 0,5 ლიტრიანი წყლის ბოთლებით)
ეს ვარჯიში ორიენტირებული იქნება თქვენს ბიცეფსზე, ზურგზე და ტრიცეფსზე.


ეს 4 მარტივი ვარჯიში შეგიძლიათ ყოველდღიურად სახლში შეასრულოთ, მისი საშუალებით მიიღებთ დადებით შედეგებს უმოკლეს დროში.