მამაკაცური კომპლექსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცური კომპლექსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
შიში და ეჭვები ყოველ ადამიანს აქვს. და, წარმოიდგინეთ, მამაკაცებსაც კი!

ვერძი
კომპლექსი: ყველაზე-ყველაზე...


ვერძი მთელი ცხოვრება მარათონებში ებმევა, ყველგან და ყველაფერში პირველი უნდა იყოს. სურს, ყველას დაუმტკიცოს, თუ როგორი მაგარია. პრობლემა იმაშია, რომ ერთდროულად ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია, მაგრამ ეს ვერძს არ ესმის. და თუ გაბედეთ და ჰკითხეთ: ”დარწმუნებული ხარ, რომ გამოგივა?” - მისი სახით მტერს გაიჩენთ.

კურო
კომპლექსი: რაიმე მოულოდნელი რომ მოხდეს?


ტიპიური კუროს ცხოვრება ზომიერია და ერთადერთ სურვილს ემსახურება - დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ფული. იმიტომ, რომ უბრალოდ ჰქონდეს. შავ დღეზე ზრუნვასთან ერთად ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ძალიან ეშინია სიურპრიზების, რომლებსაც ვერ აკონტროლებს. ამასთან, კუროებს შორის ბევრი რევოლუციონერია, იმიტომ რომ: ”ისე გვეშინია ცვლილებების, რომ უმჯობესია, თავად მოვახდინოთ”.

ტყუპები
კომპლექსი: პატივს მცემ თუ არა?


ტიპიურ ტყუპებს არ სჭირდებათ აპლოდისმენტები ინტელექტისა და ერუდიციის მიმართ. მათ ისედაც იციან, რომ ჭკვიანები არიან. სხვა საქმეა - პატივისცემა. ღმერთმა არ ქნას, მისი მონოლოგი ვინმემ უპატივცემლოდ შეწყვიტოს, ის უმალვე დაუმტკიცებს, რომ არარაობაა. მოითმინეთ, მოუსმინეთ და აღტაცებით შეხედეთ.

კირჩხიბი
კომპლექსი: ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან


ამაშიან კირჩხიბების არსი: ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან. აი, მათი მშიშრობაში დადანაშაულება კი არ ღირს, განსაკუთრებით, თუ კირჩხიბის გულის მოგება გსურთ. რადგან განაწყენებული კირჩხიბი შურს იძიებს მასშტაბურად და გააზრებულად. მორიელიც კი უმანკო ბავშვად მოგეჩვენებათ მის ფონზე.

ლომი
კომპლექსი: უბრალოდ მეფე


ლომი არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ის საუკეთესოა, ის საამისოდ მეტისმეტად ზარმაცია. და რად უნდა ამას მტკიცება? ისედაც ხომ ყველაფერი ნათელია?! მის მართვის სადავეებშია კონტროლი და ძალაუფლება, ამიტომ საკმნაოდ საშიშია ნაკლზე მიუთოთო მას. ლომმა შეიძლება დაივიწყოს მეფური კეთილშობილება და...

ქალწული
კომპლექსი: ცრუ ავადმყოფი


თვითმკურნალობა, ყველა უცნობი თუ ცნობილი დაავადებების აღმოჩენა და სხვების მკურნალობა - ეს ყველაფერი ქალწულია. და მტრისას, თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ ავად არის. ყველაზე სწორი გზა, სიმპტომებისგან ჭკუიდან რომ არ შეიშალოს, არის სხვების მკურნალობაზე გადართვა, ამ შემთხვევაში მივიღებთ მიკრობების, ვირუსებისა და ბაქტერიების შესანიშნავ სპეციალისტს.

სასწორი
კომპლექსი: მშვიდობისმყოფელი, ოღონდ სახლში არა


უდიდესი მშვიდობისმყოფელი, ნამდვილი დიპლომატი. ძალას, ნერვებსა და თანხებს არ დაიშურებს, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი რომ იყოს. მაგრამ ეს რატომღაც ახლობლებზე არ ვრცელდება. სასწორი ტიპიური შინაური ტირანია.

მორიელი
კომპლექსი: არავის ვუყვარვარ


სენტიმენტალურობა და მგრძნობელობა - აი მორიელის სუსტი წერტილები, თუმცა ამაზე ვერავინ შეიტყობს. მორიელმა ბავშვობიდანვე გაითავისა, რომ არავის არ უნდა ენდო. და რომ უცაბედად არ შეგიყვარდეს, გარყვნილებას უნდა მიეცე. მორიელი ისე უარყოფს ადამიანურ ემოციებს, რომ საბოლოოდ მსხვერპლი ხდება.

მშვილდოსანი
კომპლექსი: მე მუდამ მართალი ვარ


მშვილდოსანი მუდამ მთავარი ექსპერტი, მცოდნე, პროფესიონალი და ავტორიტეტია. და რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი. დარწმუნებულია საკუთარ უპირატესობაში. ეს გახლავთ შესანიშნავი პოლიტიკოსი: უკეთ და უფრო მხიარულად ვიცხოვრებთ. და გაუგებარია, როგორ მივალთ აქამდე. მშვილდოსანნისთვის ყოველთვის ყველა დამნაშავეა, თავისი თავის გარდა.

თხის რქა
კომპლექსი: მე ყველაზე გამგებიანი ვარ


სუნამდვილეში, მის კარჩაკეტილობის მიღმა კეთილი და შინაური ნატურა იმალება. თუმცა, ტვინის მბურღავი. და, სხვათა შორის, თქხის რქები ყველაზე კარგი ქმრები არიან. თუ ერთხელ არჩევანი გააკეთეს, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ, ხანდახან პრინციპის გამო. ასეთი პრინციპულობის გაგება ხანდახან რთულია, მაგრამ ეს სიმართლეა.

მერწყული
კომპლექსი: უმართავი ორიგინალი


თუ თქვენი გარემოცვიდან ვინმე ცდილობს თავი შეიქოს, გაიბრწყინოს ორიგინალურობითა და არასტანდარტულობით - უდავოდ, ეს მერწყულია. და ამაში მდგმარეობს მისი პრობლემა, ის აბსოლუტურად უმართავია. პუბლიკის ეპატირება ერთადერთია, რაც სურს და გამოსდის კიდეც. იმიტომ, რომ თავისუფლების მხოლოდ შეგრძნება არ კმარა, ეს ყველას უნდა დაანახონ და დაუმტკიცონ. და გაუგებარია, რა უნდა უყო ამ სულელურ თავისუფლებას, როდესაც ის მართლაც მოდის.

თევზები
კომპლექსი: შიშობენ არ აღმოჩნდნენ მოტყუებული


თევზების მთავარი პრობლემა უსაზღვრო ინტერესია საიდუმლოებების, ინტრიგებისა და აგენტურული თამაშებისადმი. მათ ყველაზე ბუნდოვანი სქემების შედგენა შეუძლიათ, ხლართავენ ინტრიგებს, მაგრამ ხშირად თავადვე ებმებიან მათსავე დაგებულ მახეში. თევზებს ძალიან ეშინიათ, არ აღმოჩდნენ მოტუეუებული. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხშირად მიმართავენ მკითხავებსა თუ ექსტრასენსებს, რადგან სურთ იცოდენ ყველასა და ყველაფერზე. საბედნიეროდ, გულში წყენის ჩადება არ ახასიათებთ, წყლის სტიქიის სხვა ზოდიაქოს ნიშნებივით (კირჩხიბი, მორიელი)