რისკენ მიიღწვის ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი

რისკენ მიიღწვის ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს რაღაც თავისი, მშობლიურის მოპოვება სურს. რა არის ეს ”თავისი”, შეიტყვეთ ჩვენი სტატიიდან.

ვერძი
აქტიური მოქმედება, აი რა სჭირდება ვერძს. ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, რომელიც სწრაფად მოქმედებას და სიმამაცეს მოითხოვს. ვერძს სახლში ვერასოდეს იპოვით, ისინი მუდამ იქ არიან, სადაც მოძრაობა და პაექრობაა.

კურო
ოჯახთან ერთად წყნარი დასვენება ბუნებაში - აი რისკენ მიიღწვის კურო. და რაღა თქმა უნდა, მას ყველგან და ყველაფერში სტაბილურობა სურს, მის გარეშე არაფრით არ შეიძლება.

ტყუპები
ტყუპებს საზოგადოებაში ყოფნა სურთ მუდამ. მათ ყველა ჭორი უნდა იცოდნენ, გააბან ახალი ნაცნობობა, გაეხვიონ ინტრიგებში. ამ სიგიჟის გარეშე ტყუპებს ნორმალურად ცხოვრება არ შეუძლიათ.

კირჩხიბი
მყუდრო სახლის ქონისა და ყველასგან დამალვის დიდი სურვილი ამოძრავებთ კირჩხიბებს. არაფერი ჯობია ოჯახთან ერთად თბილ გარემოში ყოფნას, თანაც გემრიელი სუფრის თანხლებით.

ლომი
მეტი მზე და მეტი ყურადღება, აი, რა სჭირდება ლომს. მეფეები მუდამ ცდილობენ, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, სურთ თავის დამკვიდრება. და ნუ დაივიწყებთ აპლოდისმენტებზე, რომელიც ლომის უპირობო სტიმულია.

ქალწული
შინაური ცხოველები, სასიამოვნო ოჯახური ატმოსფერო და ყველაფრის ტოტალური კონტროლი - აი, რა სჭირდება ქალწულს. ის აუცილებლად უნდა იყოს ახლებლების საქმეებში რაიმე სახით ჩართული.

სასწორი
სრული ჰარმონია, სილამაზე ყველაფერში, შესანიშნავი ხელოვნება, გამორჩეულობა - სასწორი სწორედ ამისკენ მიიღწვის. მაგრამ რეალურ სამყაროში ამ ყველაფრის განხორციელება რთულია, ამიტომაც, ცოტათი უნდა დაკმაყოფილდნენ.

მორიელი
მგრძნობიარობისა და ვნების მუდმივი სურვილი მორიელებს აიძულებს ბნელი და მიუდგომელი ადგილების ძიებას. მათ მუდმივად მძაფრი შეგრძნებები სჭირდებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მზადაა დაკავდეს ყველაფრით, ოღონდ სახლში არ იჯდეს. მუდმივად უნდა იმოძრაოს, და არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით.

თხის რქა

თხის რქა მთელი თავისი არსით მიიღწვის მეგაპოლისში აღმოჩენისკენ, რათა შეიგრძნოს გიჟური რიტმი და საშუალება მიეცეს, სრულად ჩაეფლოს სამუშაოში.

მერწყული
მერწყულს ყველაფერი უჩვეულო აინტერესებს, ამიტომაც ცდილობს მრავალფეროვანი საზოგადოება იპოვოს. ეს მას ენერგიით აღავსებს და მზადაა ახალი იდეების განსახორციელებლად.

თევზები
წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე რომანტიკული ოცნება - და აი ეს იქნება თევზების მიზანი. რომანტიკა თითოეულისთვის სხვადასხვაგვარად ვლინდება, მაგრამ შევჩერდეთ ამ ვარიანტზე: მყუდრო სახლი ზღვის სანაპიროზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, კარგი ღვინო და ცხოვრების შესანიშნავი თანამგზავრი.