თუ ხელ-ფეხი გიბუჟდებათ, მიიღეთ ეს სამკურნალი ნაყენი.
ღამით ძლიერ მიბუჟდებოდა ხელ-ფეხი, ქუსლებიდან მუხლამდე მამტვრევდა . ექიმის გამოწერილმა წამლებმა არ მიშველა. მასწავლეს ხალხური საშუალება , რომელსაც ძალიან ვემადლიერები. მინდა თქვენც გასწავლოთ ამ რეცეპტის დამზადება.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
შემოდგომაზე შეაგროვეთ კრაზანის ბუდეები, დაჭყლიტეთ, 100 - 150 გრამს დაასხით სპირტი ისე, რომ ეს მასა დაიფაროს. სპირტი წინასწარ გააზავეთ 55 გრადუსამდე და დადგით 10 დღე. შეანჯღრიეთ დღეში 2-ჯერ. როგორც კი ნაყენი მიიღებს მუქ ყავისფერს და ზეთოვანი გახდება, შეიძლება მისი გამოყენება. ამ ნაყენით ძილის წინ დაიზილეთ ხელ-ფეხი. 15 წუთში ყველანაირი ტკივილი გაგიყუჩდებათ და მშვიდად დაიძინებთ.
მინდა, ეს რეცეპტი სხვებსაც ვასწვალო. გთხოვთ გამოაქვეყნოთ.
ექიმის კომენტარი:
კრაზანის ბუდე, ფუტკრის სანთლის მსგავსად, შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი თვისებებით ხასიათდება. შესაძლოა აღნიშნული რეცეპტი ეფექტური აღმოჩნდეს, თუმცა გირჩევთ, უპირველეს ყოვლისა, მსგავსი სიმპტომების დროს ექიმს მიმართოთ და დიაგნოზი დააზუსტოთ.
ინგრედიენტები:
- კრაზანის ბუდეები
- სპირტი