ხახვის წვენით დამზადებული ეს მკვებავი ზეთი, ეფექტური საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ!

ხახვის წვენით დამზადებული ეს მკვებავი ზეთი, ეფექტური საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ!
თმის ცვენას მუდმივად ახლავს თან ნერვიულობა და თვითშეფასების დაქვეითება. ნუ ინაღვლებთ! თქვენ შეგიძლიათ თმის აღდგენა მარტივი საშუალებების დახმარებით. FPaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ გამოსცადოთ შესანიშნავი მკვებავი ნიღაბი, რომელიც ხახვითა და თაფლით მზადდება.


რატომ ხახვი?! — ხახვი ახდენს თმის ზრდის სტიმულირებას და აძლიერებს მათ.
ხახვის წვენით დამზადებული ეს მკვებავი ზეთი, ეფექტური საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ!
შესაძლოა თქვენ ხახვის ნიღაბის გამოყენება არ გსურდეთ შიშობთ, რომ მას დამაფრთხობელი სუნი ექნება, რომ ის დარჩება კანზე და თმაზე. არსებს ამისათვის თავის არიდების შესანიშნავი საშუალება, ამიტომ წინასწარ ნუ იტყვით უარს ამ შესანიშნავი და ძალიან ეფექტური ნიღაბის გამოყენებაზე.
ხახვის, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალების პოტენციალი მეცნიერების მიერ მრავალი წლის მანძილზე შეისწავლებოდა. 2002 წელს გამომცემლობამ “Journal of Dermatology” -მ გამოაქვეყნა საინტერესო გამოკვლევის შედეგები, რომელშიც ხახვი კეროვანი ალოპეციის(აუტოიმუნირუ დაავადება, რომელიც თმის სრულ გაცვენას იწვევს) სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ექსპერიმენტის დროს პაციენტები ხახვის წვენს ისვავდენ თავის კანის დაზიანებულ არეზე დღეში ორჯერ, ამის შემდეგ კი 3-4 თვეში თმა ზრდას იწყებდა.

ხახვი შეიცავს უამრავ გოგირდს
გოგირდი, ხახვის შემადგენობაში შემავალ მთავარ ნედლეულს წარმოადგენს. ის ეფექტურად აღადგენს თმას, რომელიც არასწორი მოვლის წყალობით ან მღებავი და ქიმიური პროდუქტების გამოყენების დაზიანდა, ან თუნდაც დასუსტებულია ასაკის გამო.
  • გოგირდი სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს თავის კანზე და თმის ფოლეკუპებშ, რითაც კვებავს და აჯანსაღებს მათ.
  • ჩვენს ორგანიზმს გოგირდი ცილების შესამცირებლად სჭირდება, ხოლო ხახვის მკვებავი ნიღაბი ამ პროცესის დაწყებას უწყობს ხელს.
  • იმისათვის, რომ თმები ლამაზი და ჯანმრთელი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება, ასევე თმის გარედან კვება, მარტივი და იაფფასიანი სახლის პროდუქტების საშუალებით.


ხახვს ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები
თავის კანი ავადდება არა მხოლოდ სოკოთი და სხვადასხვა დერმატოლოგიური გაღიზიანებით. ყოველდღიურად თმები და თავის კანი აგროვებენ ტოქსინებს გარემოს ზეგავლენის გამო: ჩვეულებრივი კანის ქონიდან ქერტლამდე და ლაკის ნარჩენებამდე,საღებავისა და დასავარცხნი საშუალებებით.
  • ხახვში შემავალ გოგირდის შენაერთები ასევე გამოდევნიან ტოქსინებსაც.

  • გარდა ამისა, ხახვი ეფექტურად ებრძვის თავის კანის ინფექციებსაც, რომელიც თმის ცვენის გამომწვევი მიზეზია. ის მდიდარია კატალაზას ფერმენტით, ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აფერხებენ ნაადრევ დაბერებას, უფრო სწორედ კი გაჭაღარავებას და თმის დასუსტებას.



როგორ მოვამზადოთ ხახვზე დაფუძნებული თმის მკვებავი საშუალება?!

ინგრედიენტები:
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (25გ)



ასევე დაგჭირდებათ:
  • ბლენდერი
  • ფინჯანი
  • სუფრის კოვზი
  • შხაპის ქუდი


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. თავდაპირველად გაასუფთავეთ და გარეცხეთ ხახვი, შემდეგ კი წვრილად დაჭერით ის.(დააბლენდერეთ)
  2. გადაიტანეთ ხახვის ფაფა ფინჯანში და დაუმატეთ მას 25 გრამი თაფლი. გულდასმით გადაურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. მანამ სანამ ნიღაბს გაიკეთებდეთ, დაისველეთ თმა თბილი წყლით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი წყალი.
  4. დაიტანეთ ნიღაბი თმაზე, გულდასმით შეიზილეთ ის ღავის კანში და ნაზად დაიმასაჟეთ. დაიფარეთ ქუდი და გაიჩერეთ ნიღაბი ნახევარი საათით.
  5. ამის შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი, მკვებავი შამპუნის გამოყენებით, რომელსაც სასიამოვნო სუნი ექნება (მაგალთად, ვარდის წყალი დაგეხამრებათ ხახვის სუნის მოშორებაში)
  6. უმჯობესია ეს ნიღაბი კვირაში 2-3 ჯერ გაიკეთოთ ძილის წინ. დილით კი თუ იგრნძნობთ რომ თავზე კვლავ ხახვის სუნი აგდით ან თავს არ გრძნობთ თავდაჯერებულად, დაიბანეთ თავი კიდევ ერთხელ მსუბუქი შამპუნით.

    კარგმა შამპუნმა ხახვის სუნი სრულიად უნდა მოგაშოროთ.


სხვა ნატურალური საშუალებები, რომლებიც თმის ცვენის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • როზმარინის წყალი. მოამზადეთ ნაყენი როზმარინის 3 ტოტით და 300მლ წყალით (დაახლოებით ნახევარი ჭიქა). გადაივლეთ ეს ნაყენი თმაზე, გაიკეთეთ ღრმა მასაჟი და გაიჩერეთ 15 წუთით, სანამ თმას თბილი წყლით ჩამოიბანდეთ.
  • ვაშლის ძმარი ასევე წარმატებით გამოიყენება თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
  • გამოიყენეთ აბუსალათინის ზეთი და შეიანრჩუნეთ თმის ბუნევრივი ჯანმრთელობა, სიძლიერე.