ყველის ხრაშუნა ჩხირები. იდეალური წასახემსებელი!
fpaparazzi გემრიელი წასახემსებლის რეცეპტი მოგიმზადათ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 10 ცალი მოცარელას ჩხირი
- ¾ ჭიქა ფქვილი
- ¾ ჭიქა ნაღები
- 1 კვერცხი
- 2 ჩ/კ პაპრიკა
- 2 ჩ/კ მარილი
- 2 ჩ/კ შავი პილპილი
- 4-6 ს/კ ცხარე სოუსი
- ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- მოცარელას ჩხირები რამდენიმე საათით საყინულეში მოათავსეთ.
- ფქვილს შეურიეთ წითელი და შავი პილპილი, მარილი.
- ნათებში აურიეთ ცხარე სოუსი და კვერცხი, ათქვიფეთ.
- ზეთი გააცხელეთ ქვაბში.
- გამოიღეთ საყინულედან მოცარელას ჩხირები და ამოავლეთ ფქვილის მასაში. შემდეგ კვერცხის მასაში, მერე ისევ ფქვილში და ეგრევე მოათავსეთ ზეთიან ცხელ ქვაბში.
- შეწვით ჩხირები 1-2 წუთი განმავლლლობაში, სანამ ყველა მხრიდან არ დაიბრაწება.
- მიირთვით ცხელ-ცხელი.