ფუმფულა ფუნთუშები სეზამით ჩაისთვის

ფუმფულა ფუნთუშები სეზამით ჩაისთვის
შემოდგომის საღამო ზუსტად ის დროა, სახლში მყუდროდ მოკალათდეთ და მოიდუღოთ არომატული ჩაი... მასთან ერთად კი fpaparazzi გირჩევთ, მიირთვათ ეს უგემრიელესი ფუნთუშები სეზამის მარცვლებით. თანაც მარტივი მოსამზადებელია.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 500 გრ
  • ფქვილი 500 გრ
  • საფუარი 3 ს/კ
  • შაქარი 1 ს/კ
  • მარილი 1/2 ჩ/კ
  • კვერცხის გული+რძე წასასმელად
  • სეზამის მარცვლები 300 გრ

მომზადების წესი:
1. გავხსნათ საფუარი 60 მლ წყალში, ჩავყაროთ შაქარი, მარილი და დავდგათ სანამ კარგად არ აფუვდება .
2. როცა საფუარი მზად იქნება ჩავამატოთ 310 მლ წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი. მოზელილი ცომი კარგად უნდა დავამუშაოთ სამზარეულოს დაფაზე, სანამ პრიალა და ელასტიური არ გახდება.
3. მზა ცომი ჩავდოთ ჭურჭელში და კარგად შევფუთოთ. 1 საათის შემდეგ, ცომი თითქმის ორჯერ უნდა იყოს მომატებული ზომაში.
4. სამზარეულო დაფას მოვაყაროთ ფქვილი, გადმოვიღოთ ცომი და გავყოთ 10 ტოლ ნაწილად.
5. ავიღოთ ერთი გუნდა და მისგან გავაკეთოთ 55 სმ სიგრძის თოკები. გავკეცოთ შუაზე და დავგრიხოთ თოკივით. მივცეთ რგოლების ფორმა და კარგად შევუერთოთ ბოლოები. ასე გავიმეოროთ დანარჩენებზეც.
6. გამზადებული რგოლები დავაწყოთ საცხობ სინზე, თავზე მოვუსვათ რძეში ან მაწონში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 220 გრადუსსზე.
გემრიელ ჩაისსმას გისურვებთ!