როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი გოგონები

როგორ მამაკაცებს ირჩევენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი გოგონები
თითოეულ გოგონას მამაკაცის თავისი ეტალონი გააჩნია. სწორედ ამ ეტალონს ადარებს ის თაყვანისმცემლებს, და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ტიპაჟის მამაკაცს ირჩევს. როგორ მამაკაცს ირჩევთ თქვენ?

ვერძი
გოგონა ვერძები ირჩევენ მამაკაცს, რომელთანაც საზოგადოებაში ამაყად გამოჩნდებიან. ეს გახლავთ ჭკვიანი, ერუდირებული და თავაზიანი მამაკაცი, თანაც ლამაზი და მდიდარი - მოკლედ, პრინცი, რომელიც მხოლოდ გოგონა ვერძს შეხვდება. რადგან პრინცს უკვე დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მისი ციდან ჩამოშვება მხოლოდ ვერძს შეუძლია.

კურო

გოგონა კუროები წითელ წიგნში შეტანილ მამაკაცებს ირჩევენ. ერთის მხრივ, ეს კლასიკური ნამდვილი მამაკაცია, მეორე მხრივ კი - ჩვეულებრივი ლონდრე. ასეთი კოქტეილი ნებისმიერ ქალს დააფრთხობს, მაგრამ არა კუროს. ის მას ახალისებს, დიახ, კუროს სპეციფიური იუმორის გრძნობა აქვს.

ტყუპები
გოგონა ტყუპები ინტროვერტებს ირჩევენ. მათ მზერას არაფერი გამოეპარება და მიიჩნევენ, რომ ამ ჩაკეტილი და უემოციო მამაკაცის შიგნით რაღაც ძალიან საინტერესო იმალება. მერე კი ტვის უბურღავენ და იმის გარკვევაში არიან, რას მალავს. და თუ ვერაფერს იპოვიან, მაინც არ კარგავენ ოპტიმიზმს - ერთხელაც გაუმართლებთ.

კირჩხიბი
გოგონა კირჩხიბები სტატუსიან მამაკაცს ირჩევენ. სტატუსიანს, არა ცივილიზაციის თვალსაზრისით, არამედ ბუნების: საუკეთესო მამაკაცი მათთვის არის ის, რომელზეც ყველა ქალს ჭკუა ეკეტება და ვისგანაც შვილის ყოლა სურთ. კირჩხიბი რომანისთვის კი არ ირჩევს მას - ყველაფერი უცებ უნდა, ანუ - გათხოვება.

ლომი

გოგონა ლომების მამაკაცი ერთის მხრივ ყველა პარამეტრით ძალიან მაგარი უნდა იყოს, მეორეს მხრივ, ლომზე უკეთესი არ უნდა იყოს, თორემ მერე მას არ ეთაყვანება. თუმცა, შეიძლება ვინმე ჩვეულებრივი მოკვდავიც აირჩიოს, რომელიც იფიქრებს, რომ ძალიან გაუმართლა. გოგონა ლომი მას რა თქმა უნდა, მიატოვებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც პრინცად გახდის. მიატოვებს იმიტომ, რომ ლომი მართლაც ძალიან მაგარია.

ქალწული
ქალწული ეტალონურ ლამაზ მამაკაცს ირჩევს, რომელსაც შეხედავ და გული გიჩერდება. მხოლოდ მამაკაცის სრულყოფილ სილამაზეს შეუძლია ქალწულის გონების დაბინდება. ქალწულისთვის 30 წუთიც საკმარისია, კარგად რომ გააანალიზოს, რას წარმოადგენს ეს მამაკაცი, მოარგოს საკუთარ ცხოვრებას და მერე გასამართლებლად თქვას ”ვაიმე, მისი სილამაზისგან თავი დავკარგე!”.

სასწორი
გოგონა სასწორი უბრალო ბიჭს ირჩევს, რადგან მხოლოდ ასეთთან იქნება ბედნიერი. მის მშვენიერ სულისკვეთებას გაწონასწორება სჭირდება და შინაგან სამყაროს დაბალანსება. ამიტომაც ირჩევს მხიარულ და კეთილ ბიჭს, რომლისგან სნობიზმი ძალიან შორსაა.

მორიელი
გოგონა მორიელები რთულ მამაკაცებს ირჩევენ. ისეთებს, რომლებიც არავის გვანან. არაღიარებულ გენიოსებს, ფსიქოპატებს, მიზანთროპებსა და შემოქმედებით ალკოჰოლიკებს. ასეთი მამაკაცებისგან ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბის, მაგრამ არა მორიელი. მან ბოლოს და ბოლოს იპოვა თანასწორი.

მშვილდოსანი
გოგონა მშვილდოსნები ირჩევენ მამაკაც, რომელთანაც საინტერესოა ყოფნა და რომელიც ცხოვრებას დღესასწაულად აქცევს. მშვილდოსანის ცხოვრება ისედაც აღსავსეა საინტერესო მოვლენებით, ამიტომ საუკეთესოს ირჩევს - ისეთებს, რომლებზეც სხვები ოცნებასაც კი ვერ ბედავენ.


თხის რქა
გოგონა თხის რქა - რკინის ლედია, თუმცა, მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად ის ჩვეულებრივი ცოცხალი ქალია, მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც დამოუკიდებლად გამოიცნობს მის გრძნობებს. სხვა საქმეა, რომ ამ მამაკაცისთვის სხვა დანარჩენი რამეების მითითება უწევს: როგორ გაიღვიძოს, როგორ გამოიმუშავოს ფული, როგორ შეიძინოს პროდუქტები... დიდი ალბათობით, ეს ან მუსიკოსი ან მსახიობი უნდა იყოს, რომელიც თავს საქმეშია ჩარგული და ყოფითი საკითხები არ ადარდებს. და თხის რქა ერთადერთია, რომელიც ამას აიტანს.

მერწყული
გოგონა მერწყული კარგ მეოჯახეს ირჩევს. ის მიიჩნევს, რომ სამყარო სრულყოფილი არაა და საამისოდ უნდა გაქრეს ყველაფერი, რაც მერწყულს აიძულებს შეუძლებელს: ცაში ფრენას და ბოლოს და ბოლოს საშინაო საქმეებით დაკავებას. და სწორედ ამაში დაეხმარება ის მეოჯახე მამაკაცი: იშოვის ფულს, შეაკეთებს გაყვანილობას, მოამზადებს სადილს.


თევზები
გოგონა თევზები მზრუნველ მამაკაცს ირჩევენ. რაც მუდამ აოცებს გარშემომყოფებს, რადგან თევზების გარშემო მომღიმარი ზვიგენები ცურავენ: მილიონრები, არისტოკრატები - არჩევანი დიდია! აი, თევზებს ეს არ სურთ და ირჩევენ უფერულ ტიპს. ”რა იპოვე მასში?” - აღშფოთდება ყველა. რა და, ადამიანი, რომელიც მუდამ ხელის გულზე ატარებს მას: აჭმევს, ასმევს, და ყველაფერს მის ნაცვლად გააკეთებს.