ეს ფორმულა დაგეხმარებათ გამოთვალოთ იდეალური წონა, თქვენი ასაკის გათვალისწინებით!

ეს ფორმულა დაგეხმარებათ გამოთვალოთ იდეალური წონა, თქვენი ასაკის გათვალისწინებით!
იდეალური წონა — ფართო მცნებაა. ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: სხეულის ფორმებზე, სიმაღლეზე, ცხოვრების წესზე და რაღათქმაუნდა ასაკზეც. შესაძლოა 90-60-90 პატამეტრების მფლობელი არ იყოთ, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურებოდეთ.

თუკი იდეალურ წონას ჯანმრთელობის თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ ასაკი ერთ-ერთი გადამწვეტი ფაქტორი ხდება. ზოგადად აწონვა რეგულარულად არის საჭირო, წონის ცვილების ტენდენციის გასაკონტროლებლად - წონის მატება ან კლება შესაძლოა ამა თუ იმ დაავადების მანიშნებელი იყოს.
როგორ გავიგოთ ჩვენი ჯანმრთელი წონა?
იდეალური წონის დასაკლებად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცნობილი ფრანგი ქირურგის პოლ ბროკის ფორმულა. საბაზისოდ ის შემდეგნაერად ჟღერს: სიმალე სანტიმეტრებში - 100, თუმცა დამკიცებულია, რომ ამ ფორმით წონის გამოთვლა მოძველებული ხერხია. ბუქარესტის ნაციონალური კვების ინსტიტუტმა შეიმშავა ახალი მეთოდიკა, რომელიც ასაკის გათვალისწინებით სხვადასხვა შედეგს უნდა იძლეოდეს ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში.
  1. ქალებისთვის
    (50 + 0,75 * (სიმაღლე სანტიმეტრებში — 150) + (ასაკი — 20) / 4) * 0,9
    მაგალითად თქვენი ასაკია 21, თქვენი სიმაღლე კი 165 სანტიმეტრი. თქვენი იდეალური წონა კი გამოითვლება შემდეგნაერად (50 + 0,75*15 + 0,25) * 0,9 = 55,35კგ
  2. მამაკაცებისთვის
    (50 + 0,75 * (სიმაღლე სანტიმეტრებში — 150) + (ასაკი — 20) / 4)


მას შემდეგ რაც ფორმულის გამოყენებით გამოითვლით თქვენს იდეალურ წონას, მნიშვნელოვანია ჩაიხედოთ სარკეში და დაადგინოთ სხეულის აგებულების 3 ტიპიდან რომელს მიეკუთვნებით თქვენ: ასტენიკი, ათლეტიკი თუ პიკნიკი. როგორც წესი, სისტუ ხალხი ნაკლებს იწონიან, ხოლო საშუალო ან მსხვილი ძვალი ავტომატურად ზრდის ნორმალური წონის მაჩვენებელს.