ზოდიაქოს ყველაზე აუტანელი ნიშნების TOP-5

ზოდიაქოს ყველაზე აუტანელი ნიშნების TOP-5
ყოველ ადამიანში ცხოვრების განმავლობაში სიკეთისა და ბოროტების ომია გაჩაღებული, ამიტომ უსამართლო იქნებოდა, სამყარო მხოლოდ შავსა და თეთრზე დაგვეყო. მაგრამ შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ ზოგიერთ ადამიანთან უმჯობესია, საქმე არ დაიჭირო, მათი საშინელი ხასიათის გამო.
გთავაზობთ ზოდიაქოს ყველაზე აუტანელი ნიშნების TOP-5-ს:


მორიელი
მორიელი ზოდიაქოს ყველაზე აუტანელი ნიშნების ლიდერია. ეს ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევენ. ამაღლებული თვითშეფასების წყალობით, შექებას ჩვეულებრივ რამედ აღიქვამენ, კრიტიკას კი ვერ იტანენ. ასევე, არ უყვართ ტყუილი და ფარისევლობა, მაგრამ თუ მათ ჰკითავთ რამეს, პასუხად მხოლოდ სიმართლეს მიიღებთ.

ვერძი
ვერძების იმპულსურობა ხანდახან ყოველგვარ საზღვარს სცდება. ისინი უტაქტოები და ეგოისტურები არიან და არც მალავენ ამას. უყვართ წუწუნი და ამ დროს უმჯობესია, არ შეაწყვეტინოთ, თუ მათი წყენინება ან კონფლიქტი არ გსურთ. უზომოდ თავდაჯერებული ვერძები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან.

ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს კვირაში შვიდი პარასკევი აქვთ. მათი ხასიათი ცვალებადია, ისევე, როგორც გეგმები. ძალიან კომუნიკაბელურები არიან, თუმცა, ნამდვილი ახლო მეგობრები არ ჰყავთ, არასაიმედოობის გამო. წარმოსხვის მდიდარი უნარი აქვთ და ხშირად ”ალამაზებენ” ისტორიებს.

მერწყული
მერწყულები ხშირად ძლიერი და სამართლიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. რეალურად კი ყველაფერი საპირისპიროდაა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები დესპოტები არიან და სხვების პრობლემები საერთოდ არ ადარდებთ. ეს გახლავთ დიქტატორები, რომლებიც მიზნის მისაღწევად არავის დაინდობენ. ტყუილსაც არ ერიდებიან და საკუთარი ტყუილის თავადვე სჯერათ.

თხის რქა
თხის რქები ავადმყოფურად არიან დამოკიდებული შექებაზე. ვერ იტანენ უპატივცემლობას, თუმცა, სხვების მიმართ კრიტიკულები და უმოწყალოები არიან. ეს გახლავთ საშინლად ჯიუტი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა ხანდახან აუტანელია. უზომოდ კონსერვატიულები და მორალისტები, უარყოფენ ყველაფერს, რაც მათი სისწორის სტანდარტებში არ ჯდება.