3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც პარტნიორებისთვის მაგნიტივით არიან

გთავაზობთ ყველაზე სასურველი ზოდიაქოს ნიშნების სამეულს, რომლებიც პარტნიორებისთვის მაგნიტივით არიან. მათში კონცენტრირებულია სექსუალური ენერგია, ვნების ვულკანი და გარშემომყოფებში მუდმივ ჟინს იწვევენ.

მე-3 ადგილი - მშვილდოსანი

მშვილდოსნები მოკრძალებული ფანტაზიორები არიან, მაგრამ მოკრძალება ამ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ფანტაზიებშიც ასეთივე არიან. მშვილდოსანი მხოლოდ ერთთან, კონკრეტულ პიროვნებასთან იხსნება. არ უყვართ ვნებისა და გრძნობების გამოაშკარავება, მაგრამ თუ საქმე საძინებლამდე მივიდა, აქ ნამდვილ ვულკანს გადაეყრებით. ასეთი იდეალური პარტნიორია ერთი შეხედვით, მაგრამ ფანატიკური გადახრებით. ამას უკეთ დაახლოვებისას შეამჩნევთ.

მე-2 ადგილი - მორიელი

მაშ ასე, მორიელები აქაც ტოპ-ში არიან. ვნებიანი, იმპულსური მორიელი მუდამ აღწევს სასურველს. გაუმაძღარია და მისთვის არ არსებობს შეზღუდვები არცერთ არაორდინალურ ქმედებაში. გახსნილია ყოველივე ახლისთვის, უფრო სწორედ, თავად ეძებს სიახლეებს. სამწუხაროდ, მისთვის ერთგულების ცნება არ არსებობს, მაგრამ ”საგმირო” საქმეებისთვის მას მუდამ პატიობენ. მორიელი - უდავოდ, ყველაზე დაუოკებელი ზოდიაქოს ნიშანია!

1-ლი ადგილი - ტყუპები

ტყუპები მუდამ სასურველი არიან - მაგნიტები თვალისთვის და სხეულისთვის. მუდვივად წინაღობებში მყოფი ნიშანი იქცევს გარშემომყოფების ყურადღებას. ზომიერად ქარიზმატულია, ჭკვიანი და სექსუალური. ამ ყველაფრის იდეალური პროპორციის წყალობით, სექსუალური ნიშნების ტოპ-რეიტინგში დამსახურებული პირველი ადგილი უკავიათ. განაგრძეთ ექსპერიმენტები, აჩუქეთ სამყაროს სიახლეები და იცხოვრეთ ისე, როგორც ცხოვრობთ.