თუ თქვენ ამ 15 პრობლემიდან ერთ-ერთი გაწუხებთ, მიირთვით ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად

თუ თქვენ ამ 15 პრობლემიდან ერთ-ერთი გაწუხებთ, მიირთვით ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად
ეს გასაოცრი სასმელი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C და B ჯგუფის ვიტამინებით, ფოსფორით, ეთერზეთებით, კალიუმით, ფლავანოიდებითა და ნახშირწყლებით, გვიძლიერებს იმუნურ სისტემას და ფლობს ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ლიმონი გაჯერებულია მაგნიუმით, ვიტამინებით, პექტინით, კალციუმით, ბიოფლავანოიდებით და ლიმონმჟავით, ის არაჩვეულებრივი პროდუქტია სხვადასხვაა სერიოზული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლიმონიანი წყალი წმენდს თქვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელს სისტემას, ახშობს შიმშილის განცდას, არეგულირებს pH-ის დონეს ორგანიზმში და გვეხმარება წონის დაკლებაში.

თუ თქვენ ამ 15 პრობლემიდან ერთ-ერთი გაწუხებთ, მიირთვით ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად

თუ თქვენ ამ სასმელს ყოველ დილით მიიღებთ, შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ 15 პრობლემის გადაჭრას ან მათ თავიდან არიდებას:

1. კენჭების ფორმირება თირკმელებში

ლიმონი გამდიდრებულია კალიუმით, რომელიც ამაღლებს ციტრატის დონეს შარდში და ამ გზით ხელს უშლის ოქსალატის ფორმირებას.

2. კუნთების ტკივილი ვარჯიშის შემდეგ

მიირთვით ლიმონიანი წყალი ვარჯიშის შემდეგ, რათა თავიდან აირიდოთ კუნთების ტკივილი.

3. მადის ჩახშობა და წონის დაკლება

ლიმონი შეიცავს ვიტამინებსა და ფერმენტებს, რომლებიც არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. პექტინი, რომელიც ჭარბადაა ამ ციტრუსში, გვიხშობს შიმშილის განცდას. ლიმონის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და სტიმულირებს ნაღვლის გამომუშავების პროცესს, რაც წონის დაკლებაში გვეხმარება.

4. ხშირი გაციება

ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც გვიძლიერებს იმუნურ სისტემას და ფლობს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებს.

5. სახსრების ტკივილი

ეს სასმელი ამცირებს შარდმჟავას დონეს სახსრებში და ამ გზით თავიდან გვარიდებს ანთებითი პროცესის განვითარებას.

6. ლიმფური სისტემა

ლიმონიანი წყალი სტიმულირებს ლიმფურ სისტემას, რომელიც იმუნურ სისტემასთან ერთად ორიენტირებულია ორგანიზმიდან პათოგენური მიკროორგანიზმების გამოდევნაზე.

7. ანთება

როგორც უკვე გითხარით, ლიმონიანი წყალი არეგულირებს pH-ის ბალანსს და ქმნის ორგანიზმში ტუტე გარემოს, რის შედეგადაც თავიდან გვარიდებს ქსოვილების ანთებას.

8. კენჭების ფორმირება შარდის ბუშტში

ლიმონიანი წყალი გვიხსნის ტკივილს, რომელიც შარდის ბუშტში კენჭების არსებობითაა განპირობებული.

9. ტკბილი პროდუქტების სიყვარული

თუ თქვენ 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ლიმონიან წყალს მიირთმევთ, შეძლებთ საყვარელ ტკბილეულზე უარის თქმას.

10. საკვებით მოწამვლა

ლიმონიანი წყალი თავიდან გვარიდებს საკვებით მოწამვლას.

11. კოლიტი

კოლიტი თავს იჩენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღცეცის დროს. 1 ჭიქა ეს სასმელი ყოველდღიურად დაგეხმარებათ ორგანიზმის pH-ის დარეგულირებაში.

12. ფიბრომიალგია

ლიმონიანი წყალი თავიდან გვარიდებს ფიბრომიალგიას.

13. აკნე

ეს უნიკალური სასმელი რამდენჯერმე გვიუმჯობესებს კანის მდგომარეობას და თავიდან გვარიდებს აკნეს გაჩენას.

14. მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელებისკენ

მოთხოვნილება ალკოჰოლზე რამდენჯერმე შეგიმცირდებათ, თუ თქვენ ყოველდღიურად ლიმონიან წყალს მიირთმევთ.

15. ფრჩხილები

ეს უნიკალური სასმელი გვიუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას.



იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, არ დგავიწყდეთ მათთვის ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება.