სახალისო ჰოროსკოპი: ”ჩემი სიდედრი შენსას სჯობია”

სახალისო ჰოროსკოპი: ”ჩემი სიდედრი შენსას სჯობია”
გაიგეთ, თუ რომელი სიდედრია უბრალოდ აუტანელი, და რომელი - ასეა თუ ისე - კარგი. ამაში ჩვენი სახალისო სტატია დაგეხმარებათ!

ვერძი
ვერძი-სიდედრისთვის ქალიშვილი უკვე ზრდასრული ადამიანია, ნუ დარდობთ, ის თქვენს საქმეებში არ ჩაერევა. მაგრამ მისი აქტიურობა, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელია. დღეში მინიმუმ 2-3-ჯერ გესტუმრებათ, ფეთქებადია, მაგრამ მალევე მშვიდდება. მისი ენერგიის სწორად გამოსაყენებლად, უყიდეთ აგარაკი, ან ავტობომილი.

კურო
აი, კურო-სიდედრი კი ჰორიზონტზე არც გამოჩნდება, მაქსიმუმ, თვეში 1-2-ჯერ, ამასთან, თქვენი სტუმრობით ძალზედ გაახარებთ. მისი სახით სანდო სპონსორს შეიძენთ. მაგრამ თუ დროთა განმავლობაში დაინახავს, რომ არ შეგიძლიათ ოჯახის სათანადოდ რჩენა, დახმარებას მხოლოდ ქალიშვილს გაუწევს.

ტყუპები
ხშირად გაუბით საუბარი ნებისმიერ თემაზე და მასთან საერთო ენას გამონახავთ. დროთა განმავლობაში ტყუპები-სიდედრის გაუთავებელი ლაქლაქი აუტანელი ხდება. საიდუმლოს შენახვა მას არ ეხერხება და მალევე, რაც კი თქვენს ოჯახში ხდება, საჯაროდ მოეფინება.

კირჩხიბი
ძალიან წყნარი სიდედრია, ქალიშვილს თანაუგრძნობს და მხარს უჭერს საჭირო მომენტში. ფრთხილად იყავით მასთან ურთიერთობისას, მას ყველაფერი ადვილად სწყინს. მას შეუძლია თქვენს ოჯახზე იზრუნოს, მაგრამ ამასთან იფიქროს, რომ ყველაფერი მის კისერზეა და სათანადოდ არ აფასებენ. უმიზეზო ვიზიტებით არ შეგაწუხებთ. იცავს ოჯახურ ტრადიციებს და ძალიან ეწყინება, თუ დაბადების დღის მილოცვა დაგავიწყდებათ.

ლომი
საკმარისია ღრმა პატივისცემა გამოავლინოთ, რომ ყველაზე მედიდური ლომი-სიდედრიც კი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ასეთი სიდედრი იმდენად კეთილშობილია, რომ არასოდეს დახლართავს ინტრიგებს, მისი გარეგნობა კი ნებისმიერი სიძის საამაყოა.

ქალწული
ანეკდოტების ცოცხალი მაგალითი - ასე შეიძლება სიდედრი-ქალწულების დახასიათება. მოემზადეთ უსაზღვრო კრიტიკისთვის, მორალის წაკითხვისთვის და ნებისმიერი დეტალისადმი კირკიტისთვის. ის ყველაფერში ნაკლს ხედავს და მოთქვამს, რომ არაფერი გამოგდით, თავად კი სამაგალითო ადამიანია. ასეთი სიდედრები ხშირად განქორწინების მიზეზი ხდება. მათთან თანაცხოვრება რეკომენდებული არაა.

სასწორი
სასწორი-სიდედრებისთვის ოჯახში სითბოსა და მეგობრული ატმესფეროს შენარჩუნებაა მთავარი. ამიტომაც ისინი ჰარმონიულად ერწყმიან თქვენს ოჯახურ ცხოვრებას. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ არაპრაქტიკული სასწორი სიძის კმაყოფაზე აღმოჩნდეს. თუნდაც ცოლს დაშორდეთ, მასთან მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ.

მორიელი
აქ საქმე კატეგორიულადაა: ან საუკეთესო მეგობრები ხდებით, ან ყველაზე სასტიკი მტრები. სიდედრი-მორიელი უმალვე შეაფასებს, თუ როგორი ქამრი იქნებით მისი ქალიშვილისთვის, და თუ რაიმე არ აწყობს, ყველაფერს გააკეთებს თქვენს მოსაშორებლად. ქალიშვილის გრძნობები ამ შემთხვევაში საერთოდ არ აინტერესებს.

მშვილდოსანი
თუ მზად ხართ, მშვილდოსანი-სიდედრის მოსაზრებას მოუსმინოთ ნებისმიერ საკითხზე, მაშინ მასთან თანაცხოვრება შესაძლებელია. ასეთი სიდედრი არ ჩაერევა თქვენს საქმეებში, უბრალოდ, პატივისცემას მოითხოვს. დროებით მისი მოცილება შეიძლება, თუ სამდე დასასვენებლად გაუშვებთ, ამაზე ის უარს არასოდეს იტყვის.

თხის რქა
ვერასოდეს გაიგებთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ სიდედრ-თხის რქას, რადგან ყველა გრძნობას საგულდაგულოდ მალავს. როგორც წესი, ის ცდილობს წყვილისგან შორს იცხოვროს, არც სტუმრად ეპატიჟება და არც თავად სტუმრობს, დახმარებასაც არასოდეს ითხოვს.

მერწყული
როგორც ყველაფერში, მერწყული სიდედრობაშიც ორიგინალურია. ძალიან თანამედროვე, წნეხის ქვეშ არ მყოფეს სიძეს, მაგრამ მასთან ცხოვრება მაინც სახიფათოა არაპროგნოზირებადობის გამო. შველის ის, რომ მუდმივად სადღაც ქრება და გასართობს პოულობს. დიდი ალბათობით, ყურადღებას თქვენი შვილებისკენ მიმართავს და მათ განათლებაზე იზრუნებს.

თევზები

ხშირად, სიდედრი-თევზები შვილებს სწირავს თავს, სიძე კი მისთვის შვილივითაა. ის ყველა ძალებით ცდილობს, ახალგაზრდებს ცალკე საცხოვრებელი ჰქონდეთ და შეუმსუბუქოს ყოფა. ხშირი ვიზიტებით არ მოგაწყენთ, მაგრამ თავად უხარია, როცა მას სტუმრობთ.