3 ყველაზე აუტანელი ბოსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3 ყველაზე აუტანელი ბოსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თქვენს წინაშეა ზოდიაქოს 3 ნიშანი, ასტროლოგების მტკიცებით, ყველაზე აუტანელი ხელმძღვანელები. გეცნოთ რომელიმე? იქნებ, დროა დაწეროთ განცხადება და შეიცვალოთ სამსახური?

ქალწული

სასწორი ლიდერობისთვის არ არის დაბადებული, მისი ნიშა და პოზიცია გახლავთ - მრჩეველი. მაგრამ თუკი მან მოახერხა ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება, პირველ რიგში თვალს გადაავლებს ოფისის მუშაკებს. აგვიანებთ სამსახურში? იცოდეთ, რომ ყველაფერი ქალწულის ბლოკნოტში ინიშნება. ელოდეთ სიურპრიზს თვის ბოლოს. ქალწულს უყვარს საოფისე ინტრიგები, ქექავს და ეძებს დამნაშავეებს, უკირკიტებს ყველას. თუ რაიმე ორთოგრაფიული შეცდომა გიპოვათ, მტრისას! ამაზე ყველა თანამშრომელი გაიგებს!

ტყუპები


პრობლემა იმაშია, რომ ტყუპები მუშტებს კი არ ურტყამენ მაგიდას და არ ყვირიან, მათი იარაღი საუბარია. თითქოსდა, ხელმძღვანელი პოზიცია ტყუპებისთვის კი არის, მაგრამ თუ მასთან მუშაობთ, უნდა გქონდეთ გამომუშავებული სფინქსის რეაქცია. ტყუპები ცინიკოსები არიან და სიტყვებით ისე დაგამცირებენ და მოგაყენებენ შეურაცხყოფას, რომ თქვენი ერთადერთი სურვილი სამსახურიდან სასწრაფოდ გაქრობა იქნება.

მშვილდოსანი

თავიდან მოგეჩვენებათ, რომ გაგიმართლათ, ასეთი უფროსი რომ გყავთ. გასაუბრებაზე ათას რამეს შეგპირდებათ, მაგრამ პირველივე სამუშაო დღეს დარწმუნდებით, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. რატომ მოგცათ ამდენი დაპირება? დიდი ალბათობით, იმ დღეს კარგ ხასიათზე იყო და უბრალოდ სურდა შთაბეჭდილება მოეხდინა თქვენზე. მშვილდოსნებს უყვართ ლამაზი სიტყვების დაბრეხვება და აუდიტორიის გართობა.