სახალისო ჰოროსკოპი: დედამთილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სახალისო ჰოროსკოპი: დედამთილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჩვენი სახალისო სტატიიდან შეიტყობთ, თუ რომელი დედამთილია აუტანელი, რომელი კი - მეტნაკლებად კარგი.

ვერძი
ასეთი დედამთილი ყველაფერში პირველია, განსაკუთრებით, შვილისადმი სიყვარულში და ტვინის გაბურღვაში. მოკლე ჩართვები აქვს ხოლმე და რძალს მისი დაწყებული საქმეების დასრულება უწევს. დახარჯულ ენერგიას ხანგრძლივი ძილით აღადგენს, და არც გაბედოთ, ხელი შეუშალოთ, მესამე მსოფლიო ომის დაწყება თუ არ გსურთ. მისი ენა - მისი მტერია, მუდმივ კომფლიქტში იმყოფება მეზობლებთან და ნათესავებთან.

კურო
კურო-დედამთიკი კი ერთ-ერთი ყველაზე მომთმენია. მასთან კამათი წარმოუდგენელია, თუ საქმე ფულს არ ეხება. სანამ რაიმეს გადაწყვეტს, ერთი კვირა მოუნდება აწონდაწონვას, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, რომ განეწყოს, მაგრამ მისი ქმედებების შედეგი სიმყარით და უზადო შესრულებით გაგაოცებთ. მოსწონს, როდესაც რძალი მის რჩევებს ითვალისწინებს.

ტყუპები
დედამთილი-ტყუპები ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობენ, სერიოზული სახე მიიღონ, მაგრამ უშედეგოდ - მაინც კომიკურად გამოიყურებიან. ეს გახლავთ ყველაზე კომუნიკაბელური დედამთილი. ყველაზე მეტად ეშინია, არ გამოტოვოს რაიმე უფასო აქცია, სეილები, უფასო ლექციები. რძალი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და დედამთილს შეფასება ყოველთვის მზად აქვს.

კირჩხიბი
ლეგენდები დადის კირჩხიბი-დედამთილის შვილზე ზრუნვის შესახებ, აი რძალი კი შვილის უფასო მოსამსახურედ სჭირდება. ასეთი დედამთილის გულის მოგება მხოლოდ მის შვილზე ზრუნვით შეიძლება. ყველა დანარჩენი დამსახურება - ფუჭია. აი, შვილიშვილების მოვლის ნიჭს კი ნამდვილად ვერავინ წაართმევს.

ლომი
ლომი-დედამთილი სიამოვნებით შემოუერთდება მხიარულ წვეულებას, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ დაპატიჟოთ - ის კლასს ნამდვილად ანახებს, თუ როგორ უნდა გართობა. ძალიან გულუხვია და საპასუხოდაც იმავეს ელის. უყვარს საჩუქრები. ნურც კი ეცდებით მის გაკრიტიკებას - დაგღრღნით!

ქალწული
აი დედამთილი-ქალწულის გულის მოგება კი შეუძლებელია. უბრალოდ მიიღეთ ის ფაქტი, რომ დამნაშავე მუდამ თქვენ იქნებით ყველაფერში. თუ ის ანდერძს ადგენს, ყველა დეტალს ითვალისწინებს, ფორს-მაჟორულ სიტუაციებსაც კი, ნუ, თუ, უცხოპლანეტელები გამოჩნდებიან მაგალითად. საერთოდ კი, ცუდი ადამიანები არ არიან, თუ ტვინის გაბურღვის სიყვარულს არ მივაქცევთ ყურადღებას.

სასწორი
მას ყველაზე მეტად ის ადარდებს, თუ რას იტყვიან სხვები. თუ დიდად არც არავის აინტერესებს, ისტერიკაში ჩავარდება. კარგად ეწყობა რძალს - ეს ყველაზე დიპლომატური დედამთილია ზოდიაქოს ნიშნებიდან, თუმცა, ყველა საშინაო პრობლემა მეზობლების, ახლობლებისა და სანათესაოს განხილვის საგანი ხდება მისი ენის წყალობით.

მორიელი
არ არსებობს უკეთესი სიტუაცია, რომელშიც ხმამაღლა შეგიძლია განაცხადო: ”დიახაც, ასეთი არამზადა ვარ!”. გვერწმუნეთ, ეს სიტუაცია ისე ვირტუოზულად იქნება შექმნილი, რომ ამ წარმოდგენაში ყველა მიიღებს მონაწილეობას. იუმორი სპეციფიური აქვს: თუ საჭესთან მჯდომი რძალი შემთხვევით დედამთილის საყვარელ გოჭს გადაუვლის და შესთავაზებს ახლით შეცვლას, მორიელი უპასუხებს: ”არა, შენ არ გამოდგები, ძალიან გამხდარი ხარ”. არ გაგეცინათ? რატომ?

მშვილდოსანი

ნებისმიერ ცვლილებებზე მომენტალური რეაქცია და წარმატების კუდით დაჭერის თვისება - აი ასე შეიძლება დედამთილი-მშვილდოსანის დახასიათება. მას მუდამ მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, პრესტიჟული თანამდებობა, უყვართ მამაკაცებს. ჰყავს ბევი გავლენიანი მეგობარი, რძალიც თავისი მსგავსი უნდა.

თხის რქა
ნამდვილი მამიკო კაბაში. თუ რაიმე გადაწყვიტა, აუცილებლად განახორციელებს. უკვე თავად ის ფაქტი, რომ მისი რძალი ხართ, მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცაში უნდა გამოადგეთ. მატერიალურად დახმარება არ უყვარს, მაგრამ მისი რჩევები პრაქტიკულია. და არც კი გაბედოთ მასთან კამათი, ის მაშინვე აგარაკზე გადაბარგდება საცხოვრებლად, რაც თქვენს ქმარს ძალიან არ მოეწონება.

მერწყული

ოდესმე დაუმტკიცებიათ, რომ თეთრი ეს შავია, 5 წუთში კი პირიქით, რომ შავი არის თეთრი, და ორივეჯერ დათანხმებულხართ? ხო და დედამთილი-მერწყული ამას შესანიშნავად ახერხებს. მისი ქმედებების გამოცნობა შეუძლებელია. შეუძლია გაქრეს რამდენიმე დღით, მერე გამოჩნდეს და თქვას, რომ სასწრაფოდ ბავშვობის მეგობარი უნდა მოენახულებინა, რომელიც სამყაროს დასალიერში ცხოვრობს.

თევზები
ნამდვილი მზვერავია. აქვს საოცარი ყნოსვა და ფართოდ აზროვნებს. თუ რაიმე სიტუაციაში თავს დამნაშავედ გრძნობს, არავითარ შემთხვევაში არ გამოტყდება. უყვარს საიდუმლოებები. საერთოდ, დედამთილი-თევზები მუსიკალურები არიან, აქვთ ხელოვნების ნიჭი, ხედავენ აურას, გააჩნიათ სამკურნალო ნიჭი, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ თავად.