საიდან ჩნდება ჭარბი კილოგრამები და ცხიმები? როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას?

საიდან ჩნდება ჭარბი კილოგრამები და ცხიმები? როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
ჭარბი წონა - ეს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა. საუბარი გვაქვს არა ზედმეტ 5 კილოგრამზე, რომელი ქალბატონს კიდევ უფრო სექსუალურსა და მიმზიდველს ხდის, არამედ ჭარბწონიანობაზე და გაცხიმოვნებაზე, რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჭარბი კილოგრამებით ცხოვრება საკმაოდ რთულია. დრო და დრო ადამიანს უჭირს გადაადგილება, ექმნება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. გაცხიმოვნებამ და ჭარბმა კილოგრამებმა შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორიცაა:
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • პოდაგრა;
  • ჰიპერტონია;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ინფაქტი;
  • ინსულტი;
  • უშვილობა;

სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მრავალი წლით შესანარჩუნებლად აუცილებელია დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები და გაითავისუფლოთ თავი ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენებისგან.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თუნდაც გარკვეული პერიოდით ჯანსაღ კვებაზე გადასვლა და საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა. დაივიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ლიფტის შესახებ, ყოველთვის შეეცადეთ დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისვლას. ასე თქვენ ხანმოკლე დროში შეძლებთ ჭარბი კილოგრამებისგან თავის დაღწევას.

საიდან ჩნდება ჭარბი წონა და როგორ ვებრძოლოთ მას? უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს, რომელშიც ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი:



გისურვებთ ჯანმრთელობას!