მოიხსენით თავის ტკივილი რამდენიმე წუთში ამ 3 კომპონენტიანი საშუალებით. არანაირი გვერდითი მოვლენა

მოიხსენით თავის ტკივილი რამდენიმე წუთში ამ 3 კომპონენტიანი საშუალებით. არანაირი გვერდითი მოვლენა
სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი თანამედროვე მსოფლიოში თავის ქრონიკული ტკივილებისგან იტანჯება.

თითოეულ ჩვენგანს გამოგვიცდია ეს უსიამოვნო პრობლემა საკუთარ თავზე. უამრავი ადამიანი დახმარებისთვის ტკივილგამაყუჩებელ ძლიერ საშუალებებს მიმართავს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ გასაოცარ ბუნებრივ საშუალებას, რომელიც თავის ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ. ამ ეფექტური საშუალების მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

დიახ, ეს გასაოცარი საშუალება მოგიხსნით თავის ტკივილს, თანაც მისთვის, მრავალი პრეპარატისგან განსხვავებით, გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 10 კბილი ნიორი
  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1/2 ჩაის კოვზი ახლადდაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

როგორც უკვე გითხარით, ამ საშუაების მომზადება ძალზედ მარტივია. პირველ რიგში, გაასუფთავეთ ნიორი კანისგან და თითოეული კბილი გაჭერით შუაზე. დაჭრილი ნიორი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით მოცემული რაოდენობით თაფლი და ჩაამატეთ 1/2 ჩ.კ დაფქული შავი წიწაკა. მინის ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და მომზადებული ნარევი დააყოვნეთ 5 დღით.

ნებისმიერ დროს, როდესაც თავის ტკივილი შეგაწუხებთ, მიირთვით 1 სუფრის კოვზი მომზადებული საშუალება (დარწმუნდით, რომ კოვზზე წიწაკა და ნივრის ნახევარი კბილი მოხვდეს). ხანმოკლე დროში ტკივილი უკვალოდ გაქრება.

თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს ბუნებრივი საშუალება ყოველდღიურად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავის ტკივილი არ გაწუხებთ.

ამ საშუალების წყალობით თქვენ შეძლებთ იმუნიტეტის ამაღლებას, სისხლის წნევის შემცირებას და მისი ცირკულაციის, მიმოქცევის გაუმჯობესებას.



გისურვებთ ჯანმრთელობას!