შეინარჩუნეთ მომხიბვლელობა ნებისმიერ ასაკში, ხალხური და ნატურალური კოსმეტიკით.

შეინარჩუნეთ მომხიბვლელობა ნებისმიერ ასაკში, ხალხური და ნატურალური კოსმეტიკით.
თანამედროვე ქალისთვის მეტად მნიშვნელოვანია მომხიბვლელობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში. ამისათვის კი, თურმე არც ძალიან ბევრი დრო და არც ბევრი ფული ყოფილა აუცილებელი. გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური კოსმეტიკა. შეგიძლიათ იხმაროთ ლოსიონი, ნახარში, ნაყენი, საცხი, რომელთაც თავად დაამზადებთ მცენარეებისაგან. ამ მცენარეების მოგროვება და გახმობა ძნელი არ არის, შედეგი კი გასაოცარია.მე გამოვცადე საკუთარ თავზე და ახლა მინდა, მკითხველსაც ვასწავლო.
თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დარბილდება და გაახალგაზრდავდება, ნაოჭები გასწორდება.


  1. 1 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ და ათქვიფეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი ისეთი რაოდენობით, რომ არაჟანის სისქის მასა მიიღოთ. წაისვით 20 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

  2. თუ უპეები შეგიშუპდათ, გიშველით ჩაის ნაყენის საფენები. ზამთარში კარგია გამხმარი ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალანდულას ნაყენის, გახეხილი უმი კარტოფილის საფენები.

  3. სახის კანისთვის ძალიან კარგია მოხარშული კარტოფილი, რომელიც ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, კარგად დასრისეთ, შეურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ მკვებავი კრემი.

ექიმის კომენტარი:

მოცემულ რეცეპტებში ნიღბების ძირითადი კომპონენტია ზეითუნის ზეთი, გოგრა, ლიმონის წვენი, კარტოფილი. მატი ეფექტიანობა კარგადაა ცნობილი კოსმეტოლოგებისათვის და ამ კომპონენტებით დამზადებულ ნიღბებს საკმაო წარმატებითაც იყენებენ. ასე რომ, ქალბატონებს ვურჩევთ, გაითვალისწინონ მკითხველის გამოცდილება.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი