ამ სახის ნიღბების დამზადება დეიდაშვილმა მასწავლა, შედეგით გაოცებული ვარ!
50 წლის ვარ და ვცდილობ, ყურადღება მივაქციო გარეგნობას. თანამედროვე ქალისთვის ხომ მეტად მნიშვნელოვანია მომხიბვლელობის შენარჩუნება ნებისმიერ ასაკში. ამისათვის კი, თურმე არც ძალიან ბევრი დრო და არც ბევრი ფული ყოფილა აუცილებელი. ამაში ჩემმა დეიდაშვილმა დამარწმუნა. დეიდაშვილი დიდი ხანი არ მენახა და როცა შევხვდი, გაოცებული დავრჩი - ჩემ წინ იდგა ახალგაზრდა, კარგად მოვლილი ქალი, რომელსაც ნაოჭები თითქმის არ ჰქონდა. რაღა თქმა უნდა, დავინტერესდი, როგორ მიაღწია ასეთ შედეგს ( იგი 47 წლისაა ). და აი, რა მიამბო: თურმე მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას იყენებს. შეგიძლიათ იხმაროთ ლოსიონი, ნახარში, ნაყენი, საცხი, რომელთაც თავად დაამზადებთ მცენარეებისგან. ამ მცენარეთა მოგროვება და გახმობა ძნელი არ არის, შედეგი კი გასაოცარია. მეც გამოვცადე საკუთარ თავზე და ახლა მინდა, მკითხველსაც ვასწავლო.
თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დარბილდება და გაახალგაზრდავდება, ნაოჭები გასწორდება.
ექიმის კომენტარი:
მოცემულ რეცეპტებში ნიღბების ძირითადი კომპონენტებია ზეითუნის ზეთი, გოგრა, ლიმონის წვენი, კარტოფილი. მათი ეფექტიანობა კარგადაა ცნობილი კოსმეტოლოგებისათვის და ამ კომპონენტებით დამზადებულ ნიღბებს საკმაო წარმატებითაც იყენებენ. ასე რომ, ქალბატონებს ვურჩევთ, გაითვალიწინონ მკითხველის გამოცდილება.
თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დარბილდება და გაახალგაზრდავდება, ნაოჭები გასწორდება.
- 1 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ და ათქვიფეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი ისეთი რაოდენობით, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. წაისვით 20 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- თუ უპეები შეგიშუპდათ, გიშველით ჩაის ნაყენის საფენები. ზამთარში კარგია გამხმარი ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალანდულას ნაყენის, გახეხილი უმი კარტოფილის საფენები.
- სახის კანისთვის ძალიან კარგია მოხარშული კარტოფილი, რომელიც ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, კარგად დასრისეთ, შეურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 15 - 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ მკვებავი კრემი.