ლუდზე მომზადებული ხორციანი ბლინები
fpaparazzi გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს რეცეპტი და აუცილებლად ჩაინიშნოთ – ხშირად გამოგადგებათ!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ლუდი 1 ჭიქა
- რძე 1 ჭიქა
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი 1 ს/კ
- სოდა 1/2 ჩ/კ
- ზეთი 4 ს/კ
- მარილი გემოვნებით
- საქონლის ფარში 500 გ
- ხახვი 1 ცალი
- სტაფილი 1 ცალი
მომზადება:
- ათქვიფეთ კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად.
- დაუმატეთ რძე, ლუდი, შაქარი და სოდა. კარგად აურიეთ.
- თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, შემდეგ ზეთი და კარგად ათქვიფეთ.
- ბლინები ზეთწასმულ ტაფაზე გამოაცხვეთ.
- საქონლის ფარში, წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოხრაკეთ ზეთში და მიღებული მასა გაახვიეთ ბლინებში.
- შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.
გემრიელად მიირთვით!