რას არ უნდა გადაუღოთ ფოტო არასოდეს

რას არ უნდა გადაუღოთ ფოტო არასოდეს
ბევრ ჩვენთაგანს უნახავს საშინელებათა ან დოკუმენტური ფილმები, სადაც ფოტოებზე მოჩვენებები ისახება. ამის თაობაზე მეცნიერების უამრავი თეორია არსებობს. მთავარი მათგანი იუწყება, რომ ფოტოგრაფირების მომენტში წამის მეასედით გარდაცვლილების სამყარო და ცოცხლების სამყარო საზღვრებს კარგავს. ბოლომდე უცნობია, შეუძლიათ თუ არა მოჩვენებებს მსგავსი ფორმით გავლენა მოახდინონ ჩვენზე.

რა თქმა უნდა, ცოტა ვინმე თუ დათანხმდება სამახსოვრო ფოტოების გადაღებაზე უარი თქვას უბრალო ცრურწმენების გამო. თუმცა, რამდენიმე რამ მაინც უნდა იცოდეთ, სანამ ფოტოაპარატს მოიმარჯვებთ.

მაშ ასე, რისი გადაღება არ შეიძლება:

არ შეიძლება მძინარე ადამიანების გადაღება, განსაკუთრებით, ჩვილების, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი არიან. მათი სუფთა და უმანკო სული შესაძლოა შავბნელი ძალების საუკეთესო ბუდედ იქცეს. გახელილი თვალები მუდამ დაგიცავენ დემონებისგან, რადგან მათ ხედავთ და უძლური ხდებიან. ფოტოს გადაღების დროს თქვენ შლით საზღვარს, რითიც შესაძლებლობას აძლევთ ადამიანის ენერგეტიკაში ჩააღწიონ.

არ შეიძლება სარკეში გამოსახულების გადაღება. უამრავ რელიგიურ სწავლებასა და კულტურაში სარკე აღწერილია როგორც ავი სულების მისაზიდი მაგნიტი. ეს გახლავთ ნეგატივის ერთგვარი დამგროვებელი, პორტალი ჩვენსა და მოჩვენებებს შორის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გადაღება, რადგან იმ მომენტში იმყოფებით ავი სულებისა და მათთან დაკავშირებული სამყაროს უშუალო სიახლოვეში.

არ შეიძლება გარდაცვლილების გადაღება. ეს გავრცელებული ნიშანია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ამგვარად გარდაცვლილის სულიერ სიმშვიდეს სამუდამოდ არღვევთ. მისი სული იქ იცხოვრებს, სადაც მისი სხეული ცხოვრობდა. თუ ეს ბოროტი სული იყო, სახლში მუდამ უცნაური რამეები დატრიალდება.

არ შეიძლება ნანგრევების და მიტოვებული სახლების ფონზე გადაღება. იქ უარყოფითი ენერგეტიკაა, რომელიც ფოტოზე გადაეცემა და სახლს წარუმატებლობით მუხტავს.

დაბოლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი: გათვალვისგან თავის ასარიდებლად, ნუ მისცემთ თქვენს ფოტოებს მათ, ვინც თქვენთან ცუდ ურთიერთობაშია, ან ადამიანებს, ვინც მათთან კავშირშია, სოციალურ ქსელებში, უმჯობესია უცხო თვალისთვის დახუროთ ფოტოები. ასევე, ნუ გააჩერებთ სახლში მათ ფოტოებს, ვინც ვერ გიტანთ, ან ვერ იტანთ თქვენ.