ხუთი მიზეზი რატომაც უნდა გყავდეთ მორიელი გვერდით და იმეგობროთ მასთან.

ხუთი მიზეზი  რატომაც უნდა გყავდეთ მორიელი გვერდით და იმეგობროთ მასთან.
მორიელებს ბევრი მზაკვარ და არაპროგნოზირებად ადამიანებად აღიქვამს. თუმცა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან იდეის ”იცხოვრე მხიარულად, ან საერთოდ ნუ იცხოვრებ!” მატარებლები. ისინი იცავენ არამხოლოდ საკუთარ თვას, არამედ, გარშემომყოფებსაც.

მორიელები გულწრფელები არიან და იციან ნამდვილი მეგობრობის ფასი. აი კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეთ მორიელი გვერდით.

1. მხიარულები არიან

მორიელების აყოლიება იოლია. თუ სადმე დაპატიჟებთ, დაუფიქრებლად მოგყვებიან. მალევე ხდებიან ნებისმიერი საზოგადოების სული და გული თავიანთი ქარიზმატულობისა და მხიარული ხასიათის გამო. მასთან არასოდეს მოიწყენთ.

2. მათი იმედი მუდამ გექნებათ


მორიელები არასოდეს გეტყვიან დახმარებაზე უარს. ერთგულები არიან და სხვებისგან იმავეს ითხოვენ. არასოდეს გასთქვამენ საიდუმლოებს. ამასთან, მუდამ სიმართლეს ამბობენ, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს იგი.

3. პერფექციონისტები არიან

ძალიან მონდომებულები არიან და მუდამ სრულყოფილებისკენ მიილტვიან. ისახავენ დიად მიზნებს და მუდამ ამტკიცებენ, რომ რაღაცას წარმოადგენენ ცხოვრებაში.
ასეთი ადამიანის გვერდით სხვებსაც უჩნდებათ დასახული მიზნების მიღწევის სურვილი.

4. არ უყვართ თავის მობეზრება


მორიელები აქტიურები არიან, მაგრამ მათაც სჭირდებათ პირადი სივრცე და მარტოობაში დროის გატარება. თუ ის თვალთახედვიდან გაქრა, ე.ი. ისვენებს ყველაფრისგან. ამით მეგობრებსაც აძლევენ დასვენების საშუალებას.

5. მათ ვერ მოატყუებ


მორიელებს ინტუიცია მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. თუ მის მოტყუებას შეეცდებით, არაფერი გამოგივათ.
მორიელებს შეუძლიათ შური იძჳონ, ამიტომ უმჯობესია, არ აწყენინოთ. განსაკუთრებით მათ მეგობრებს ნუ შეეხებით.