7 ხრიკი, რომელის დახმარებითაც თქვენი ვანა-ტუალეტი სისუფთავისგან იბრწყინებს

7 ხრიკი, რომელის დახმარებითაც თქვენი ვანა-ტუალეტი სისუფთავისგან იბრწყინებს
იდეალური სისუფთავის შენარჩუნება ვანა-ტუალეტში - საკმაოდ რთული დავალება, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. საბედნიეროდ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციაში მოგვეპოვება 7 გასაოცარი ხრიკი, რომლის დახმარებითაც თქვენი ვანა-ტუალეტი სისუფთავისგან იბრწყინებს.

გამჭვირვალე სარკე

7 ხრიკი, რომელის დახმარებითაც თქვენი ვანა-ტუალეტი სისუფთავისგან იბრწყინებს

სარკეების გაწმენდა მარტივადაა შესაძლებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპეციალური საშუალება არ მოგეპოვებათ. უბრალოდ მოამზადეთ წყალბადის ზეჟანგისა და საკვები სოდის ნარევი, შეაშხურეთ ის სარკეს და გაწმინდეთ უბრალო ღრუბლის გამოყენებით. თქვენი სარკე სისუფთავისგან იბრწყინებს.

თეთრი აბაზანა


იმისათვის, რომ გააპრიალოთ აბაზანა და გაანადგუროთ მასზე ბინადარი ბაქტერიები და მიკრობები, თქვენ დაგჭირდებათ 1/2 ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა სპირტი, 1/4 ჭიქა საკვები სოდა და 4 ლიტრი თბილი წყალი. მიღებული ნარევი დაიტანეთ აბაზანის ზედაპირზე, გააჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩარეცხეთ ცივი წყლით.

სუფთა ტუალეტი



დაიტანეთ უნიტაზის ზედაპირზე წყალში გახსნილი პირის ღრუს სავლები სითხე ან კბილის პასტა და მოითიმენთ 30 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ გააპრიალეთ ის სპეციალური სახეხის გამოყენებით და თქვენი უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს.

ბზინვარე ფილები



ტანსაცმლის გამათეთრებლისა და უბალო ბამბის დახმარებით ფილები თქვენს ვანა-ტუალეტში სისუფთავისგან იბრწყინებს.

ჟანგის მოშორება



ჟანგის მოშორება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. უბრალოდ მოაყარეთ მარილი დაჟანგებულ ზედაპირზე, დაასხით ლიმონის წვენი და დატოვეთ მთელი ღამით. ლიმონის წვენი დაშლის, ხოლო მარილი შეიწოვს ჟანგს.

სუფთა ჭერი



ლაქებისა და მტვრის მოშორება ჭერიდან მარტივადაა შესაძლებელი, თუ თქვენ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით წყალსა და ძმარს გახსნით. მიღებულ ხსნარში დაასველეთ შესაბამისი ქსოვილი და შეუდექით ჭერის წმენდას.

აბაზანის ფარდა



მოამზადეთ ხსნარი 500 მლ გამათეთრებლისგან და 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხისგან. მიღებული ხსნარი შეაშხურეთ ფარდას და გარკვეული დროის შემდეგ ჩამორეცხეთ ცივი წყლით.