7 მარტივი ხრიკი, რომლის წყალობითაც თქვენი ვანა-ტუალეტი იდეალურად სუფთა იქნება!
სახლის, განსაკუთრებით კი ვანა-ტუალეტის დასუფთავება არც თუ ისე მარტივია. თითოეულმა დიასახლისმა კარგად იცის, თუ რამდენ დროსა და რამხელა ძალისხმევას მოითხოვს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარი სავსეა სპეციალური ქიმიური საშუალებებით, თუმცა მათი უმრავლესობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ვანა-ტუალეტის დალაგება-დასუფთავების რთული და დამღლელი პროცესი საგრძნობლად შეგვიძლია გავამარტივოთ და დავაჩქაროთ, თუ გონივრულად ვიმოქმედებთ. არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც ვანა-ტუალეტი თქვენ საცხოვრებელი სახლის იდეალურად სუფთა ნაწილად იქცევა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
მაშ ასე, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 7 გენიალურ ხრიკს, რომელიც საყოფაცხოვრებო საქმიანობებს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!
ვანა-ტუალეტის დალაგება-დასუფთავების რთული და დამღლელი პროცესი საგრძნობლად შეგვიძლია გავამარტივოთ და დავაჩქაროთ, თუ გონივრულად ვიმოქმედებთ. არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც ვანა-ტუალეტი თქვენ საცხოვრებელი სახლის იდეალურად სუფთა ნაწილად იქცევა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
მაშ ასე, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 7 გენიალურ ხრიკს, რომელიც საყოფაცხოვრებო საქმიანობებს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.
- ქათქათა აბაზანა
თუ გსურთ, მოაშოროთ აბაზანას სიყვითლე, მიანიჭოთ ბზინვარება, მოაშოროთ მისი ზედაპირიდან ბაქტერიები და სიბინძურე, აუცილებლად ისარგებლეთ ამ გასაოცარი საშუალებით!
4 ლიტრ თბილ წყალში ჩაამატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა სპირტი და მეოთხედი ჭიქა საკვები სოდა. მიღებული საშუალებით გააპრიალეთ აბაზანის ზედაპირი და დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15 წუთით. მოცემული დროის გასვლის შემდეგ ჩარეცხეთ აბაზანის ზედაპირი ცივი წყლით. თქვენ სასიამოვნოდ გაოცდებით, როდესაც შედეგს იხილავთ. - სუფთა შხაპი
თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთ დასახლებაში, სადაც ზედმეტად უხეში წყალია, შეამჩნევდით, თუ როგორ იბლოკება დუშიდან წყლის გამოსვლა, რაშიც დამნაშავე წყლის ქვაა. სულაც არ არის აუცილებელი ახალი დუშის შეძენა, რადგან მოცემული პრობლემის გადაჭრა მარტივადაა შესაძლებელი ძმრის დახმარებით.
ჩაასხით პოლიეთილენის პარკში იმ რაოდენობით ძმარი, რომ დუშის მასში მოთავსების შემდეგ ის ბოლომდე დაიფაროს. მოუკარით პარკს თავი და დატოვეთ დუში ამ მდგომარებაში დაახლოებით 2 საათით. შემდეგ გაავლეთ დუში თბილ წყალში. - გამჭვირვალე სარკე
სარკის გაპრიეალება სულაც არ არის რთული იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელთ სპეციალური საწმენდი საშუალება არ მოგეპოვებათ. მიაპკურეთ სარკეს წყალბადის ზეჟანგისა და საკვები სოდის ნარევი, დატოვეთ სამოქმედოდ ორიოდე წუთით და გააპრიალეთ სარკე რბილი ღრუბლის გამოყენებით.
გარდა მოცემული მეთოდისა, სარკის გასაპრიალებლად არაჩვეულებრივია წვერის საპარსი ქაფი. - სუფთა ტუალეტი
მოამზადეთ ხსნარი 10 მილილიტრი თბილი წყლისგან, 3 გრამი საკვები სოდისგან და 2 გრამი ლიმონის წვენისგან. მიღებული საშუალება გაანაწილეთ თანაბრად უნიტაზის ზედაპირზე და დატოვეთ 2 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ კარგად ჩარეცხეთ უნიტაზი ტუალეტის სპეციალური ჯაგრისის გამოყენებით. - ტუალეტის ჯაგრისი
არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ მოცემული ინსტრუმენტი ჩვენს სახლში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ნივთია.
უნიტაზის ძველ ჯაგრისზე ბინადარი მილიარდობით ბაქტერიისა და მიკრობის გასანადგურებლად, ისარგებლეთ მარტივი ინსტრუქციით, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია მოგაწვდით. მოიმარჯვეთ ძველი ღრმა ჭურჭელი, რომელიც გადასაგდებად არ გენანებათ და ჩადეთ მასში უნიტაზის ჯაგრისი. ჩაასხით მცირეოდენი კონცენტრირებული სარეცხი საშუალება, ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი მარილი, ჩაამატეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ძმარი და დაასხით იმ რაოდენობით მდუღარე წყალი, რომ ჯაგრისი მთლიანად დაიფაროს. დატოვეთ ეს უნსტრიმენტი მოცემულ ხსნარში დაახლოებით 30 წუთით. - მბზინვარე ონკანი
ჟანგის მოშორება ონკანის ემალირებული ზედაპირიდან იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე ამ დრომდე წარმოგედგინათ. მოაყარეთ დაჯანგებულ ზედაპირს მცირეოდენი მარილი და მოასხით ლიმონის წვენი.
ლიმონის წვენი გაალღობს ჟანგს, ხოლო მარილი მთლიანად შეიწოვს მას. მოცემული საშუალება დატოვეთ ონკანის ზედაპირზე სამოქმედოდ მთელი ღამით. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. - შეკიდული ჭერი
ლაქებისა და მტვრის მოშორება შეკიდული ჭერიდან მარტივად არის შესაძლებელი, თუ დახმარებითვის ძმრის წყალხსნარს მიმართავთ. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი, მიღებულ ხსნარში დაასველეთ ტილო და შეუდექით ჭერის წმენდას. ამ მეთოდის ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!