10 ნატურალური საშუალება მოდუნებული კანის მოსაშორებლად!
ყელა ასაკს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ერთის მხრივ, წლები ჩვენს ბალანსზე ჯდება გამოცდილების და სიბრძნის სახით, ხოლო მეორესხმრივ ჩვენი ორგანიზმი ცვლილებებს განიცდის. ასაკობრივი ცვლილებების ერთ-ერთი მაჩვენებელია კანის მოდუნება.აღმოჩნდა, რომ არსებობს საშუალებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ შევინარჩუნოთ სიბრძნე აქტივის სახით და ამასთანავე დავიჭიმოთ კანი სახლის პირობებში. სწორედ ამ საშუალებების შესახებ მოგიყვებათ დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია.
- ავოკადო და კაკალი
Е ვიტამინი, რომლითაც ეს პროდუქტებია მდიდარი, საოცრებებს ადენს.ის ორგანიზმს ეხმარება იმ კოლაგენის გამომუშავებაში, რომელიც ნაოჭებს ასწორებს. დამატებითი საშუალების სახით ნაოჭების დასაჭიმად (მეტად აქტუალურია სახისთვის) კოსმეტოლოგები გვირჩევენ დავამზადოთ ნიღაბი ავოკადოსა და ზეითუნის ზეთის გამოყენებით. - შვრია, თაფლი და კვერცხის ცილა
კიდევ ერთი ძალიან ეფექტური Anti-Age(ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგო) ნიღაბი სახის, კისრის და დეკოლტეს ზონისათვის. ამ საშუალების დასამზადებლად მარტივი ხერხია ყველა ინგრედიეტნის ერთობლივად დაბლენდერება. ეს ნიღაბი უშუალოდ მასაჟის ხაზებზე უნდა დაიტანოთ და გაიჩეროთ 20-30 წუთის მანძილზე. შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი წყლით და ბოლოს უკეთესი ეფექტისთვის გადაივლოთ ცივი წყალი. - მასაჟი ზეითუნის ზეთით
ზეითუნის ზეთმა უკვე დიდი ხანია იტალიელი ქალების პარფიუმერიის გვერდით დაიკავა ადგილი. თუკი თქვენ ჩვევად იქცევთ მისი დახმარებით, ძილის წინ სახის და სხეულს მასაჟს მაშინ ერთ კვირიანი გამოყენების შესანიშნავი შედეგებით იქნებით გაოცებული. - ფორთოხალი და ბროკოლი
ეს პროდუქტები მდიდარია С ვიტამინით - მძლავრი ანტიოქსიდანტით და ასევე სხვა ვიტამინებით, რომელიც ორგანიზმში კოლაგენის წარმოებას უწყობს ხელს. - კვერცხის ცილა
როგორც წესი კანზე დატანილი კვერცხის ცილა ატენიანებს და კვებავს მას. სწორედ ამიტომაა, რომ კოსმეტოლოგები ერთხმად მოგვიწოდებენ გამოვიყენოთ ის ინგრედიენტად ასაკის საწინააღმდეგო საშუალებებისთვის. უბრალოდ ათქვიფეთ ის ქაფის მდგომარეობამდე, დაიტანეთ პრობლემურ ზონაზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. უკეთესი ეფექტისთვის ასეთი ნიღაბის გამოყენება დღეში ორჯერაც შეგიძლიათ. - ლიმონი
ლიმონის წვენს ასევე იყენებენ კანზე წასასმელად. ის არა მხოლოდ ჭიმავს კანს, არამედ პიგმენტურ ლაქებსაც აუფერულებს, რომლებიც ასევე ასაკთან ერთად ჩნდებიან. ასეთი პროცედურის ყოველდღიურად ჩატარება შესაძლებელია, მისი წვენის სახის კანზე 10 წუთის გაჩერებით. შემდეგ კი უნდა ჩამოიბანოთ ცივი წყლით. - ტომატის წვენი
ნიღაბი ტომატის წვენით, უფრო კონკრეტულად კი მათი გამოყენებით პრობლემური ზონების მასაჟი შესაძლებელია მთელს სხეულზე (დიახ, დიახ თავიდან-ფეხებამდე)! ტყუილად კი არ უყვართ ის კორეულ კოსმეტიკის მწარმოებლებს, რომლებიც აქტიურად უმატებენ კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებში ინგრედიენტის სახით. მისი ბუნებრივი გამოყენების საიდუმლო კი მარტივია: 5 წუთის მანძილზე შეიზილეთ წვენი კანში და შემდეგ გააჩერეთ 1 საათით, სრულ გაშრობამდე. ამ დროის მანძილზე კანი შეითვისებს ყველა საჭირო ნივთიერებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი. - ალოე ვერა და კიტრი
ვინაიდან წულის კარგვა და გამოშრობა გავლენას ახდენს კანის იერზე და მდგომარეობაზე, მნიშვნელოვანია მისი წყლით უზრუნველყოფა. ამისათვის იდეალური საშუალებაა კიტრის ნიღაბი ან ალოეს წვენი. ასევე უამრავი ტოპ მოდელი ცდის ალოეს შინაგანად მიღებას კოქტეილების სახით. ამ კოქტეილის ყველაზე მარტივი ვარიანტია: ალოე ვერას გელი 1 სუფრის კოვზის ოდენობით და ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ეს ინგრედიენტები უნდა შეურიოთ ერთ ჭიქა წყალს და მიირთვათ დილით უზმოზე. ამის შემდეგ კი არაფერი აღარ უნდა ჭამოთ და დალიოთ 1 საათის განმავლობაში. - ბანანი
ბანანის ნიღაბი ასევე შეიცავს საკვები ნივთიერებების უზარმაზარ რაოდენობას, რაც იდეალური წამალია მოდუნებული კანისათვის. ბანანის გამოყენებით ნიღაბის დამზადების რეცეპტები უამრავია, მათ შორის ჩვენს საიტზეც. თუმცა უმარტივესი ბანანის ფაფაც კი რომელიც 15წუთით უნდა წაისვათ სახის კანზე, საგრძნობლად გააუმჯობესებს მის ფერს, ტონუს და ტურგორს (ქსოვილების ნორმალური ტონუსი მათში სისხლისა და ლიმფის საკმარისი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.) - ვარჯიშები
სახისთვისაც და სხეულისთვისაც, ნებისმიერი ზონისათვის საჭიროა სპეციალური ვარჯიშები. ეს ზღაპარი არ არის, მეცნიერულად დამტკიცებული და პრაქტიკით დადასტურებული ფაქტია: სახის ვარჯიში ოვალს ჭიმავს, აფერხებს კანის მოდუნებას და ჩამოწელვას, ხოლო სხეულის კომპლეს შეუძლია კუნტებს ელასტიურობა, სახსრებს მოქნილობა და სხეულს ახალგაზრდობა შეუნარჩუნოს.