ზოდიაქოს თითოეული ნიშნის განსაკუთრებული თავისებურება

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის განსაკუთრებული თავისებურება
თითოეული ნიშანი თავისებურად მიმზიდველია. გაიგეთ, თჲ რითი იზიდავთ ადამიანებს თქვენ!

ვერძი
მუდმივი ლიდერი, როგორც სამსახურში, ასევე შინ, და სიყვარულშიც კი. გიყვართ მკაცრი სტილი, რომელიც თქვენს ხასიათს უსვამს ხაზს. ამასთან, თქვენს სექსუალურ მაგნეტიზმს სულ სხვა ბუნება აქვს და არა ძალისგან, არამედ თქვენი სისუსტისგან გამომდინარეობს. რაც უფრო მეტ სირბილეს ავლენთ ურთიერთობაში, მით უფრო ღრმა ხდება იგი.

კურო
კურო სიყვარულისთვისაა დაბადებული. თქვენ ნამდვილად გეხერხებათ ტკბობა როგორც პირველი პაემანით, ასევე უკვე დაღვინებული ურთიერთობით. სიყვარულში მყარი ფუნდამენტის ერთხელ ჩაყრით, შეძლებთ სტაბილური ურთიერთობის დამყარებას.

ტყუპები
ტყუპებს ყურებით უყვარს. ხანდახან ერთი წაჩურჩულებაც საკმარისია, რომ მათი სრული კონტროლი შეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს პირველ ადგილზე აყენებთ და ტვინი სხეულის საუკეთესო ნაწილია, სიყვარული არ შეიძლება, მხოლოდ თავში არსებობდეს. მიეცით თავს ემოციების გამოხატვის საშუალება, იპოვეთ ბალანსი გულსა და გონებას შორის.

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრების აზრი მყუდრო და დაცული ადგილის შექმნაა, სადაც გარშემომყოფებს დაემალება და მოდუნდება. ამ როლს ხშირად სახლი ასრულებს, სადაც ის პარტნიორთან ერთად მშვიდად ცხოვრებას შეძლებს. მას მერე, რაც ამ ფიზიკურ კომფორტს განიცდით, უფიქრდებით თქვენი ურთიერთობის ხარისხს. ამასობაში კი, პარტნიორის მოთხოვნილებები შესაძლებელია თქვენს მოთხოვნილებებს არ ემთხვეოდეს, ამიტომაც დიდი ხანია საჭირო, ერთმანეთს რომ შეეჩვიოთ.

ლომი
როგორც ცნობილია, სწორედ მზეა თქვენი სისტემის ცენტრში, ამიტომაც გაქვთ სურვილი, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოთ. ასევე, მეფეს უყვარს ძვირად ღირებული საჩუქრები და ფუფუნება. პარტნიორი ვალში ნამდვილად არ დარჩება - შეგიძლიათ თამამად იყოთ გულუხვი გრძნობების გამოხატვაში. თუმცა გახსოვდეთ, რომ მზე ხანდახან ძლიერ აცხუნებს და წვავს კიდეც.

ქალწული
თქვენ ნამდვილად დააფასებთ რომანტიკულ ვახშმებსა და სასიამოვნო საჩუქრებს, რადგან ყველაფერი რომანტიკული გიყვართ. თქვენი სიყვარული სუფთა და უმანკოა, რაც დღეს იშვიათობას წარმოადგენს. იდეალში, პარტნიორმა თქვენს ცხოვრებაში სინათლე და ბედნიერება უნდა შემოიტანოს, მაგრამ ასევე იყოს კარგად აღზრდილი, როგორც თავად თქვენ.

სასწორი

პრაქტიკულად ნებისმიერი ურთიერთობა თქვენთვის ქორწინების პერქპექტივაა, ამიტომაც არ იშურებთ ძალებს იმისათვის, რომ პარტნიორ სიამოვნება მიანიჭოთ. თქვენ რომანტიკული ღამეების დედოფალი ხართ. სასიამოვნო მუსიკა, ფერები, არომატები - ყველაფერი ეს გნუსხავთ. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა, როდესაც შენი მფარველი ვენერაა.

მორიელი
არ ხართ ჩვეული, ვინმეს რამე გაუნაწილოთ, მითუმეტეს - საყვარელი ადამიანი. ამიტომაც, თქვენი გრძნობების ფორმულირება ერთი ფრაზით შეიძლება: ”ან ყველაფერი, ან არაფერი”. სხვა ადამიანის ღრმად შეგრძნობა შეგიძლიათ და მწარე წყენასაც კი პატიობთ. ემოციები გონებაზე მეტად გმართავთ. სანამ ცხოვრების თანამგზავრს აირჩევთ, დარწმუნდით, რომ ის თქვენს აზრებსა და ოცნებებს გაიზიარებს.

მშვილდოსანი

თქვენთვის არაფერია თავისუფლებაზე მეტად ფასეული. პარტიორმა ეს უნდა გაიაზროს და მოგცეთ პირადი სივრცე. ამასთან, გესაჭიროებათ თანამგზავრი-მოგზაური, რომელიც თქვენთან ერთად გადაეშვება თავგადასავლებში. როგორც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელს, დიდი ვნება და სექსუალური მადა გაგაჩნიათ, და სწორედ ეს იზიდავს თქვენში მამაკაცებს.

თხის რქა

თქვენი პრინციპების მიხედვით, არ ღირს დროის დაკარგვა ადამიანზე, რომელთანაც ხანგრძლივი ქორწინების პერსპექტივა არ ისახება. გარშემომყოფებს აღაფრთოვანებს თქვენი ამბიციურობა და მისწრაფება, იყოთ ყველგან და ყველაფერში ლიდერი. ურთიერთობის დამაბრკოლებელი შეიძლება თქვენი სამსახური გახდეს, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დაანებებთ თავს.

მერწყული

საუკეთესო ურთიერთობები მეგობრობის საფუძველზე იქმნება. როგორც კი ეს ურთიერთობა კულმინაციას აღწევს, თავისუფლების წყურვილი გეუფლებათ. კარგად შერჩეული პარტნიორი აღფრთოვანებული იქნება თქვენი დამოუკიდებლობით. თქვენ ყურადღებას ამახვილებთ პირადი ინტერესების განვითარებაზე და პატივი ეცით პარტნიორის ამავე თვისებას.

თევზები
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თევზებმა მგრძნობიარე მიდგომა იპოვეს ცხოვრების მიმართ. თქვენ უსაზღვრო სიყვარული შეგიძლიათ. მეტ ყურადღებას უთმობთ სულიერ სიახლოვეს, ვიდრე მატერიალურ ფასეულობებს. თქვენმა პარტნიორმა უნდა დააფასოს ურთიერთობების გულწრფელობა და კარგი მსმენელი უნდა იყოს. თქვენს გვერდით მხოლოდ ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც თანაგრძნობა შეუძლია საჭირო მომენტში.