ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების ხასიათის მიმზიდველი თვისებები

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების ხასიათის მიმზიდველი თვისებები
როგორც აღმოჩნდა, ჩვენი პარტნიორების ყველაზე გამორჩეულ თვისებებს ზოდიაქოს ნიშნები განაპირობებს.

ვერძი
სიყვარულში, ისევე როგორც სამსახურში, მუდამ მკაცრად გამოიყურებით. ამასთან, თქვენს სექსუალურ მაგნეტიზმს სულ სხვა ბუნება გააჩნია და მოდის არა თქვენი ძალისგან, არამედ სისუსტეებისგან. რაც უფრო მეტი სირბილის საშუალებას აძლევთ თავს, მით უფრო ვლინდება ის. მოახდინეთ ქალურობის დემონსტრირება ხშირად - პარტნიორს ეს ნამდვილად მოეწონება.

კურო
ნიშანი, რომელსაც ვენერა მართავს, უბრალოდ შექმნილია სიყვარულისთვის. თქვენ ნამდვილად იცით, როგორ მიიღოთ სიამოვნება ურთიერთობისგან. თქვენთვის ნაზი აბრეშუმის თეთრეულისა და ბალიშების შეხების სიამოვნება პრიორიტეტშია. მიეცით პარტნიორს თვითგამოხატვის საშუალება, რათა ურთიერთობა მეტად მყარი გახდეს.

ტყუპები
მერკურის ”შვილებს” ყურებით უყვარს - სასიამოვნო ჩურჩული უბრალოდ აგიჟებს მათ. მოიხედავად იმისა, რომ ძალიან ინტელექტუალურები ხართ და თვინი თქვენი მთავარი ორგანოა, სიყვარულს მხოლოდ თავში შეუძლია არსებობა. გაიხსენით მეტად და ეცადეთ ემოციური კავშირები განავითაროთ. დააბალანსეთ გული და გონება.

კირჩხიბი
დიდ დროს უთმობთ უსაფრთხოების შექმნას - მყუდრო სახლს, რომელშიც მთელ ცხოვრებას გაატარებთ ოჯახის გარემოცვაში. როდესაც ნამდვილ კომფორტს მიაღწევთ, იწყებთ ფიქრს, პირადი ურთიერთობების ხარისხზე. ამასთან, პარტნიორის სურვილები შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს თქვენი სურვილებისგან, ამიტომაც დიდი დრო დაგჭირდებათ ერთმანეთის მისაჩვევად.

ლომი
თქვენ მზე გმართავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აყვავდებით მაშინ, როდესაც ყურადღებისა და სითბოს ცენტრში ხართ. პარტნიორი ვალში არ დაგრჩებათ - თქვენგანაც მიიღებს გრძნობების მორევს. მაგრამ გახსოვდეთ: როდესაც მზე აცხუნებს - ძალიან ცხელა და შეიძლება დაიწვათ კიდეც, ნუ გამოეკიდებით წვრილმანებს, დაისვენეთ და მოეშვით.

ქალწული
გიყვართ რომანტიკა, სათანადოდ აფასებთ კლასიკურ ტრფიალს, ვახშამს ოჯახურ გარემოში და პიკნიკებს ბუნებაში. თქვენი სიყვარული წმინდა და უმანკოა, რაც დღეს იშვიათობას წარმოადგენს. იდეალში, პარტნიორმა ბედნიერება უნდა შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, ამასთან უნდა იყოს თქვენსავით თავაზიანი და კარგად აღზრდილი.

სასწორი
თქვენი ნიშნის წარმომადგენლები, პრაქტიკულად ყოველთვის პრეტენზიას აცხადებენ ქორწინებაზე ნებისმიერ ურთიერთობაში, ამიტომაც ძალისხმევას არ იშურებენ, პარტნიორმა განსაკუთრებულად რომ იგრძნოს თავი. თქვენ რომანტიკული ღამეების დედოფალი ხართ, რომელზეც ოცნება შეიძლება. სასიამოვნო მუსიკა, ფერები და არომატები ხშირად გიზიდავთ. სხვაგვარად შეუძლებელია, როდესაც ვენერა გმართავს.

მორიელი
სიყვარულში თქვენთვის ერთადერთი ფორმულა არსებობს: ”ან ყველაფერი, ან არაფერი”. ღრმად გრძნობთ პარტნიორს და შეგიძლიათ ყველაზე მწარე წყენის პატიება. ემოციები ძალავს თქვენს გონებას. სანამ პარტნიორის შერჩევაში ჩამოყალიბდებით, დარწმუნდით, რომ ის თქვენი თანამოაზრეა და გაიზიარებს ყველა მისწრაფებას, გაიცანით უკეთ.

მშვილდოსანი
თქვენი ცხოვრების მთავარი სიტყვა - თავისუფლებაა. პარტნიორმა ეს უნდა გაითავისოს, მიგენდოთ და დაგითმოთ პირადი სივრცე. ამასთან, თქვენთვის აუცილებელია კომპანიონი-მოგზაური, რომელთანაც თავგადასავლებზე იოცნებებთ. თქვენში დიდი ოდენობით ვნება და სექსუალობაა დაბუდებული, რაც მოწინააღმდეგე სქესის წარმომადგენლებს იზიდავს. ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება ყველაზე ”ამტანს” და დაუთქმეთ თქვენი გული.

თხის რქა
თქვენი დროის ინვესტირებას მხოლოდ იმ ადამიანში მოახდენთ, რომელთანაც ხანგრძლივი ქორწინების პერსპექტივა ისახება. გარშემომყოფებს აღაფრთოვანებს თქვენი ამბიციურობა და ლიდერის თვისებები. თქვენ ძალზედ სწრაფად რეაგირებთ ნებისმიერ მოვლენაზე. ურთიერთობების წინაღობა შეიძლება თქვენი სამსახური გახდეს, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გაიღებთ მსხვერპლად.

მერწყული
როგორც წესი, მომავალ პარტნიორთან ურთიერთობა მეგობრობისა და საერთო ინტერესების ნიადაგზე მყარდება. როდესაც კავშირი კულმინაციას აღწევს, თქვენ თავისუფლება გჭირდებათ. სწორი პარტნიორი აღფრთოვანებული იქნება თქვენი დამოუკიდებლობით და არ აღიქვამს მას როგორც ურთიერთობის საფრთხეს. თქვენ მიმართული ხართ საკუთარი ინტერესების განვითარებაზე და პატივი ეცით პარტნიორის ინტერესებსაც.

თევზები
ნიშანი, რომელიც გრძნობებით უდგება ცხოვრებას. თქვენ შეგიძლიათ უსაზღვრო სიყვარული. დიდ დროს უთმობთ სულიერ სიახლოვეს, და არა მატერიალურ მხარეს. პარტნიორიც, თქვენს მსგავსად უნდა აფასებდეს გულწრფელობას და იყოს კარგი მსმენელი. თქვენს გვერდით იქნება მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც გულწრფელი თანადგომა შეუძლია, როდესაც ეს საჭიროა.