რა სიმპტომები ახასიათებს კალიუმის ნაკლებობას

რა სიმპტომები ახასიათებს კალიუმის ნაკლებობას
კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება დადგინდეს შემდეგი ნიშნების მიხედვით:

  1. შესამჩნევია გონებრივი უნარის, მოსაზრებულობის დაქვეითება, თავს იჩენს გარკვეული გაუბედავობა, თვითრწმენის შესუსტება, რამდენადმე ქვეითდება მეხსიერება.

    .
  2. უფრო ხშირად თავს იჩენს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის სიმპტომები. სუსტდება ფიზიკური ამტანობა, უფრო ჩქარა იღელბიან.

    .
  3. იზრდება სიცივისადმი მგრძნობელობობა. უპირატესობა ეძლევა თბილ საჭმელს, ხშირად უცივდებათ ხელები და ფეხები.

    .
  4. ტერფებზე ხშირად უჩნდებათ კოჟრები.

    .
  5. ხშირად აწუხებთ კუჭის შეკრულობა.

    .
  6. ადვილად ავადდებიან, ხშირად ცივდებიან.

    .
  7. დროდადრო მადა ეკარგებათ, ხოლო ზოგჯერ პირღებინება აქვთ.

    .
  8. ჭრილობები და დაბეჟილობები ნელა უშუშდებათ.

    .
  9. კანი ხშირად ექავებათ.

    .
  10. უფრო მეტი კბილი უფუჭდებათ,ვიდრე ჩვეულებრივ უნდა ხდებოდეს.

    .
  11. შესაძლებელია ფერისმჭამელების გაჩენა.

    .
  12. ზოგჯერ ქუთუთოები და პირის კუთხეები უბრუნდებათ.

    .
  13. ხშირად ეკრუნჩხებათ კუნთები ( განსაკუთრებით ფეხის ) უფრო ხშირად ეს ღამით ხდება.

    .
  14. ასეთ ადამიანებს უძნელდებათ მოდუნება.

    .
  15. ხშირად ცუდი ძილი აქვთ.

    .
  16. შეიძლება ჰქონდეთ ტკივილის შეგრძნება სახსრებში, რაც ართრიტის შთაბეჭდილებას ახდენს.

ასაკში შესვლასთან ერთად ასეთმა ადამიანებმა მეტი რაოდენობით უნდა მიიღონ კალიუმი ( საჭმელთან ერთად ). როგორც წესი, საჭიროა ორჯერ გაიზარდოს კალიუმის , ხილის, კენკრის სახით. კალიუმი საჭიროა არა მარტო კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ( რამდენადაც იგი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში ), არამედ აგრეთვე კალიუმისა და ნატრიუმს შორის ბალანსის დაცვის მიზნით.

წითელი წიწაკა კალიუმის მდიდარი წყაროა. იგი შეიძლება კერძში ვიხმაროთ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

კალიუმის კიდევ ერთი წყაროა წყალში გახსნილი თაფლი და ვაშლის ძმარი.

ყურძნის,შტოშის ან ვაშლის ერთი ჭიქა წვენი დღეში ორჯერ ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო კალიუმით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური