ამ მცენარეების გამოყენებით ჭაღარების დამალვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია!

ამ მცენარეების გამოყენებით ჭაღარების დამალვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია!
მიუხედავად იმისა, რომ ჭაღარების გამოჩენა გენეტიკასთან და ასაკთან არის კავშირში, ამ პროცესზე გავლენა შესაძლოა სტრესმა, არასწორმა კვებამ, ცხოვრების არასწორმა წესმა და სხვა ფაქტორებმაც მოახდინოს. ეს თეთრი თმები, რომელიც როგორც წესი 40 წლის სემდეგ ჩნდება, მრავალი ადამიანისათვის სიბერის ნიშანია. თუ თქვენ უკვე აღმოაჩინეთ პირველი ჭაღარები თმაში, სწორედ თქვენთვის FPAPARAZZI-ს რედაქციამ მათი რაოდენობის შემცირებისათვის საჭირო რჩევები მოამზადა.

რა იწვევს ჭაღარების გაჩენას?!
ჭაღარა - სიბერის ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ ზოგიერთს ის 35 წლამდეც კი უჩნდება! მათი შემჩნევა მუქ თმაზე უფრო მარტივია. ისევე როგორც ნაოჭების შემთხვევაში ადამიანები ჭაღარების დასაფარ საშუალებებსაც ეძებენ. მათი გამოჩენა გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სახლის პირობებშიც კი შევაფერხოთ ეს პროესი.

ჭაღარების გამოჩენის ასაკი დამოკიდებულია გენებზე, რომელიც დედისგან გერგოთ. მაგალითად, თუ მას ჭაღარები ადრეულ ასაკში გაუჩნდა, მაშინ თქვენ სავარაუდოდ ამ პერიოდში უნდა ელოდოთ პირველ ჭაღარას. ძირითადი მიზეზი მელანინის არარსებობაა (ბუნებრივი პიგმენტი), რომელიც თმას ფერს ანიჭებს. სტრესი და ცხოვრების არასწორი წესიც ასევე ახდენს გავლენას მათი გამოჩენის ასაკზე.

საბედნიეროდ არსებობს საშუალებები რომელთა დახმარებითაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია ჭაღარების გაჩენის პროცესის შეფერხება. ისინი ასევე დაგეხმარებიან დაატენიანოთ და გააძლიროთ თმები. მიირთვით მეტი თხილეული, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ავოკადო და ბარდა. იშვიათად მიიღეთ ალკოჰოლი და შეეშვით თამბაქოს.

მაშ ასე წარმოგიდგენთ 8 საშუალებას, რომლებიც დაგეხმარებიან შეაფერხოთ ჭაღარის გაჩენის პროცესი:
  1. სალბი
    ეს ბალახი რეკომედირებული მათვის ვისაც წაბლისფერი თმა აქვს. დაამზადეთ ნაყენი სალბის რამოდენიმე ფოთლისგან და შავი ჩაისგან, დაუმატეთ მას ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. ადროვეთ ნაყენს გაცივება და გამოიყენთ თმის სავლების სახით.
  2. როზმარინი
    თუკი თქვენ უფრო ღრმა თმის მუქი ფერი გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ეს საშუალება. დაუმატეთ 4 კოვზი როზმარინი ნახევარ ლიტრ წყალში. ეს საშუალება ასევე სასარგებლოა ძირების(ფესვების) გასაძლიერებლად და თავის კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გამოიყენთ შესაშხურებელი სითხის თმაზე გადასანაწილებლად. შეასრულეთ ეს პროცედურა ყოველდღე და თმები შედარებით მუქი გახდება.
  3. გვირილა და კურკუმა
    ეს ბალახები გამოგადგებათ ნათელი ფერის თმებისთვის. ნაყენი თმის ოქროსფერი შეფერილობის დაბრუნებაში, რომელიც გადაფარავს ჭაღარებს. 4 სუფრის კოვზი - ერთ ლიტრ გაფილტრულ წყალზე. გამოიყენეთ სავლების სახით. თუ გსურთ თმას თაფლისფერი სეფერილობა მიანიჭოთ, მაშინ დაუმატეთ კიდევ ორი კოვზი კურკუმა.
  4. ავოკადო და არგანი ან ქოქოსის ზეთი
    ეს სამი საუკეთესო მეგობარია, როდესაც საქმე ჭაღარა თმას ეხება. შეურიეთ ეს კომპონენტები თმის ნიღაბს, წაისვით ის და შეიფუთეთ თმები ცხელი პირსახოცით. მოითმინეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  5. მაგნოლია
    გამოიყენეთ ერთი სუფრის კოვზი მაგნოლია და ერთი ჭიქა ცხელი წყალი. როდესაც ნარევი გაცივდება, გამოიყენეთ ის სავლების სახით სუფთა თავისთვის. ეს ნაყენი თქვენს თმებს უფრო თანაბარ ტონს შესძენს.
  6. კვერცხი, კაკალი და როზმარინი
    თქვენ დაგჭირდებათ კაკლის 2 ფოთოლი, 4 დაფქული ნიგოზი, 1 კვერცხის ნაჭუჭი და ერთი მუჭი როზმარინი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები და დაამზადეთ პასთა, რომლის გამოყენებასაც თმის ნიღაბის სახით შეძლებთ. გაიჩერეთ ეს ნიღაბი თავზე ერთი საათის განმავლობაში და ცამოიბანეთ წყლის დიდი მოცულობით. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ უნდა შეასრულოთ.
  7. როზმარინი და სალბი
    თქვენ დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი თითოეული ამ ბალახთაგანის და მდუღარე წყალი. კარგად გადაურიეთ და დააყენეთ ნაყენი 10 წუთით. როდესაც ის განელდება გაფილტრეთ და გამოიყენთ თმის სავლების სახით. ნუ ჩამოიბანთ წყლით.
  8. ხნა და ლიმონის წვენი.
    გამოიყენთ 3 სუფრის კოვზი ფხვნილისმაგვარი ნა და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. გადაურიეთ და დაამზადეთ პასტა. წაისვით თმაზე ნიღაბის და შეიფუთეთ თმა პირსახოცით. გაიჩერეთ 3 საათით შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ხნა თმას ლამაზ შეფერილობას მიანიჭებს რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში.