შინ მომზადებული ბანანის ბლანტი და არომატული ლიქიორი

შინ მომზადებული ბანანის ბლანტი და არომატული ლიქიორი
fpaparazzi საოცარ რეცეპტს გთავაზობთ. ასეთი გემრიელი სასმელით, გვერწმუნეთ, ბევრს მოხიბლავთ.
საჭირო მასალა:
  • ბანანი 3 ცალი
  • შედედებული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 150 მლ
  • არაყი 0,3 ლ

მომზადება:
  1. გაფცქვენით ბანანი, დაჭერით წვრილად.
  2. მოათავსეთ ბლენდერში ბანანი, დაუმატეთ შედედებული რძე, პასტერიზებული რძე, კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
  3. შემდეგ წვრილი ნაკადით ჩაუშვით არაყი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  4. გაწურეთ სასმელი, ჩამოასხით ბოთლებში.
  5. სანამ მიირთმევდეთ, ჩააცივეთ.

გემრიელად მიირთვით!