უგემრიელესი, ხრაშუნა ლავაშის ბლინები ყველით!

უგემრიელესი, ხრაშუნა ლავაშის ბლინები ყველით!
fpaparazzi-მა უგემრიელესი საუზმის რეცეპტი მოგიმზადათ - ძალიან მოუხდება დილის ჩაის თუ ყავას.
საჭირო მასალა:
  • თხელი ლავაში 2 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი 50-70 გ
  • ყველი მოცარელა 50 გ
  • მწვანე ხახვი 0,5 კონა
  • ოხრახუში 0,5 კონა
  • მაიონეზი 1 ს/კ
  • არაჟანი 2-3 ს/კ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება:
  1. მოცარელა დაჭერით პატარა ნაჭრებად, მაგარი სახეობის ყველი გახეხეთ.
  2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, არაჟანი, მაიონეზი, მარილი და პილპილი. აურიეთ.
  3. ლავაში დაჭერით სწორკუთხედებად. თითოეულ ფენის კიდეზე მოათავსეთ 1-2 ს/კ ყველის მასა.
  4. გადაახვიეთ. შეწვით ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.
  5. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი ნებისმიერ სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!