ტესტი: შეამოწმეთ გაქვთ თუ არა ინტერნეტ-დამოკიდებულება!

ტესტი: შეამოწმეთ გაქვთ თუ არა ინტერნეტ-დამოკიდებულება!
ინტერნეტის ძალა ყოველდღიურად იზრდება. მისი დახმარებით სწავლობე, მუშაობენ, კითხულობენ წიგნებს, უყურებენ ფილმებს, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, ყიდულობენ ნივთებს, ეცნობიან სიახლეებს და ესაუბრებიან მეგობრებს. ინტერნეტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში იმდენად შემოიჭრა, მის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თუმცა, როგორც იტყვიან ყველაფერი ზომიერების ფარგლებში არის კარგი. მიდრეკილი ხართ თუ არა ინტერნეტ-დამოკიდებულებისადმი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მარტივი ტესტი დაგეხმარებათ.


მაშ ასე, შეეცადეთ გულახდილად უპასუხოთ ამ კითხვებს:
  • თქვენ ინტერნეტში 6 საათზე მეტხანს ატარებთ?
  • თქვენ გაღვიძებისთანავე ინტერნეტში შედიხართ ფოსტის ან სოციალური ქსელების შესამოწმებლად?
  • თქვენ ინტერნეტში გაცნობა უფრო გიადვილდებათ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში?
  • თქვენ გვიანობამდე ინტერნეტში ხართ, შუაღამით ძილზე უარის თქმით?
  • თქვენ თავს არიდებთ ძირითად მოვალეობებს იმის გამო, რომ ინტერნეტში იყოთ?
  • მეგობრებთან ინტერნეტით საუბარი გირჩევნიათ ვიდრე შეხვედრა?
  • თქვენი ახლობლები ხშირად გსაყვედურობენ იმის გამო, რომ კომპიუტერთან ზედმეტად დიდ დროს ატარებთ?
  • ინტერნეტის დახმარებით თქვენ ცდილობთ თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და პრობლემებს?
  • თქვენ თვლით, რომ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი და ცარიელი იქნებოდა?
  • თუკი ინტერნეტში ყოფნისას ვინმე ცდილობს ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინოთ, თქვენ ღიზიანდებით?



თუკი თქვენ უპასუხეთ დადებითად 5 ან უფრო მეტ კითხვას, მაშინ თქვენ აღელვების მიზეზი გაქვთ, თქვენ აუცილებლად უნდა შეზღუდოთ ინტერნეტის გამოყენების დრო. ფსიქოლოგები ინტერნეტ დამოკიდებუელბას, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ადარებენ. ამისთვის კი მათ ყველანაერი საფუძველი გააჩნიათ. კვლევები ამკიცებენ, რომ მუდმივად და ხანგრძლივად ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში თქვენი ტვინი ნელ-ნელა კარგავს სრულფასოვნად ფუნქციონირების უნარს. ეს კი საბოლოოდ სწავლის და ფიქრის უნარის შეფერხებას იწვევს. გარდა ფსიქიკური გაღიზიანებისა ინტერნეტ-დამოკიდებულება სახიფათოა ფიზიკური დაავადებების თვალსაზრისითაც, ისეთებით როგორებიცაა მხვედველობის დაქვეითება, ხერხემლის გამრუდება და გულ-სისხლძარღთა პათოლოგიების განვითარება.


გაუფრთხილდით თქვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. შეეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და შეხვდით მეგობრებს.