პოდაგრის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია!

პოდაგრის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია!
ცნობილია,რომ პოდაგრა (ნიკრისის ქარი ) ორგანიზმში შარდმჟავას მარილების სიჭარბის შედეგად ვითარდება. მე შევძელი მათი გამოდევნა ორგანიზმიდან ჩვეულებრივი ვაშლის დახმარებით.

ინგრედიენტები:
  • 1 ვაშლი
  • 1 მუჭა ვაშლის ჩირი
  • 1 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
  1. ტკბილი ვაშლი უნდა დაჭრათ ისე, რომ არც გაფცქვნათ და არც კურკები გამოაცალოთ.შემდეგ დაასხათ მდუღარე წყალი და დააყენოთ ჩაი 10 წუთის განმავლობაში.ასეთ ჩაის ვსვამ დღის მანძილზე.

  2. ერთი მუჭა ჩირი უნდა ჩაყაროთ მომინანქრებულ ქვაბში ,დაასხათ 1 ლ წყალი,დაახუროთ ხუფი და დადგათ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით,შემდეგ გადმოდგათ ცეცხლიდან,გააჩერეთ თავდახურული 4 საათის განმავლობაში და ეს ნაყენი სვათ თბილ-თბილი,კომპოტივით,2-3 ჯერ დღეში,მშიერმა.სურვილის მიხედვით ნაყენი შეგიძლიათ დაატკბოთ.შედეგს 2-3 კვირაში იგრძნობთ-შეგიმსუბუქდებათ სახსრების ტკივილი და საერთო მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ.


ექიმის კომენტარი:
ვაშლის ნაყოფი მდიდარია შაქრით,უჯრედისით,პექტინით,ორგანული მჟავებით,ეთერზეთებით,შეიცავს ვიტამინებს ( C,P,B ჯგუფის ,კაროტინს ).მინერალურ მარილებს ( მაგნიუმს,რკინას,კალიუმს,ნატრიუმს,კალციუმს ), ფიტონციდებს,ტანინს.
პექტინური ნივთიერებების და ტანინის შემცველობის გამო ვაშლის გამოყენება რეკომენდებულია მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტების დროს,გარდა ამისა, ვაშლის დიეტა კარგია ათეროსკლეროზის და სიმსუქნის დროს.
კუჭის მაღალი მჟავიანობისას სჯობს ტკბილი ჯიშის ვაშლის გამოყენება,ხოლო დაბალი მჟავიანობისას- მჟავესი.
პოდაგრის შემთხვევაში ვაშლის გამოყენება დაფუძნებულია ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელ ეფექტზე.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი