ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების აგრესია და თვითკონტროლი

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების აგრესია და თვითკონტროლი
გაიგეთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მოთმინების ზღვარის შესახებ. მხიარული ხუმარებით დაწყებული - აგრესიული გიჟებით დამთავრებული.

ვერძი
ვერძის წყობილებიდან გამოყვანა ძალზედ იოლია, მეტიც, მათ არ სჩვევიათ ცეცხლის ჩაცხრობა. ამ სიტუაციაში მთავარია სწორი მეთოდის მოძებნა, რათა შინაგანი ენერგიისგან გათავისუფლდეთ და სულაც არ არის აუცილებელი, დაანგრიოთ ქვეყანა საშინელი წივილ-კივილით. უფრო მშვიდობიანი რამ სცადეთ, მაგალითად კრივის მსხალი.

კურო
განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, კურო რომ წონასწორობიდან გამოიყვანოთ. მათ შეუძლიათ წლების განმავლობაში აგროვონ აგრესია, ერთხელაც კი ისე გადმოაფრქვევენ, რომ ირგვლივ არავის დაინდობენ. კუროებს მართებთ არამხოლოდ ამ ენერგიის დაგროვება, არამედ, მისი სწორად გადანაწილება - მაგალითად, უნდა დაკავდნენ სპორტით.

ტყუპები
ტყუპებთან ნებისმიერი კონფლიქტი მათი მონოლოგით სრულდება. მათი შეჩერება შეუძლებელია, არავისი არაფერი ესმით, მხოლოდ საკუთარ თავზე არიან ორიენტირებული. ტყუპებს მართებთ ისწავლონ თავის გაკონტროლება და სხვების მოსმენა.

კირჩხიბი
სიბრაზის დროს კირჩხიბები ნელ, მამგარმ გახურებულ მაგმას გვანან. ისინი საკუთარ ტავს შიგნიდან დაიწვავენ, მაგრამ საკმარისია ჩვეულებრივი მისალმება ვინმესგან, და ეს მაგმა ყველაფერს დაწვავს ირგვლივ. ნუ განიცდით ყველაფერს შიგნიდან, თქვენც გჭირდებათ ხანდახან ორთქლის გარეთ გამოშვება, მაგრამ ამისათვის გარშემომყოფებს ნუ გამოიყენებთ.

ლომი

სიბრაზის დროს ლომების ეგოცენტრიკულობა მათ აიძულებთ, დაივიწყონ გარშემომყოფებზე და მხოლოდ სიბრაზის მიზეზზე, უფრო სწორედ, მის ლიკვიდაციაზე იფიქრონ. ლომები ივიწყებენ, რომ სხვა ადამიანებსაც გააჩნიათ გრძნობები, ამიტომ წყვეტენ როგორც თავის კონტროლს, ასევე, ცდილობენ, რაც შეიძლება მწარე სიტყვებით შეამკონ ოპონენტები. გახსოვდეთ, რომ სამყაროში მარტო არ ხართ და თავის კონტროლი გაგიადვილდებათ.

ქალწული
გეგმიდან ნებისმიერმა გადახვევამ შეიძლება ქალწული საშინლად გააბრაზოს, და ეს ყველაფერი - თანდაყოლილი პედანტურობის გამო. პატარა შეუთავსებლობაც ტრაგედიას იწვევს. ქალწულებს მართებს უფრო მასსთაბურად აზროვნება და შესაძლოა, შეამჩნიონ, რომ საერთო სურათი არ შეცვლილა.

სასწორი
სასწორებს სიბრაზე არ სჩვევიათ, რადგან ეს მათ შინაგან ჰარმონიას არღვევს. აი წყენა კი, საკმაოდ ღრმა შეიძლება იყოს. სასწორებს მართებთ გახსენება, რომ წყენა შიგნიდან ღრღნის ადამიანს, მიაქვს სიხარული და ტოვებს მხოლოდ სიცარიელეს.

მორიელი
არ არსებობს მორიელზე საშიში ვინმე სიბრაზეში. მათ არ შეუძლიათ ემოციების დაფარვა, აფრქვევენ ცეცხლს წინ და უკან, ანადგურებენ ყველაფერს. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღედეს, ასეთ მომენტში უნდა დაისვენოთ, ამოისუნთქოთ და მოდუნდეთ.

მშვილდოსანი
ასეთი სწორხაზოვანი ხალხი არასოდეს ფარავს აფრესიას. ყველაფერს გამოთქვამენ, რასაც ფიქრობენ, მათი დაქოქვა ძალზედ იოლია. მათ ხშირად უგულოებად მიიჩნევენ. არასოდეს დაივიწყოთ სხვის გრძნობებზე, სიბრაზე გაივლის, ჭრილობა კი დარჩება.

თხის რქა
თხის რქები მუდამ აკონტროლებენ ყველაფერს. საკმარისია, ერთი ”რევოლუციონერი” გამოჩნდეს, რომ თხის რქის სიბრაზეს საზღვარი არ ექნება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას აქვს არჩევანის უფლება, ეცადეთ კარგად დაფიქრდეთ, სანამ რადიკალურ ზომებს მიმართავთ.

მერწყული
ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ნიშანი, რომელსაც სიბრაზის დროს ვერ იცნობთ. არც კი იფიქროთ მოთმენაზე, თორემ შემდეგ ზღვა ემოციების მართვას ვერ შეძლებთ, რომელიც შიგნიდან წაგლეკავთ. აუცილებად უნდა გამოთქვათ, რასაც ფიქრობთ.

თევზები
აგრესიის პატარა გამოვლინების დროსაც კი თევზები ზედაპირზე ეშვებიან და ცდილობენ საკუთარ ტავში ღრმად ჩაიკეტონ. ბოლოს და ბოლოს, ამას აგრესიის უკონტროლო ამოფრქვევამდე მიჰყავს. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ცუნამიში ჩაახრჩოთ, ეცადეთ გაერკვეთ პრობლემის არსში, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.