არ დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ საშუალებებში: 1 კვირაში თქვენი ფეხები საოცრად ლამაზი იქნება

არ დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ საშუალებებში: 1 კვირაში თქვენი ფეხები საოცრად ლამაზი იქნება
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფეხები დღის განმავლობაში წარმოუდგენლად იტვირთება და კანის უჯრედები საგრძნობლად ზიანდება, ჩვენ მათ მიმართ საკმარის ყურადღებასა და მზრუნველობას არ ვიცენთ.

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც მოცემული პრობლემის მიმართ ეფექტურობით გამოირჩევა, თუმცა, როგორც წესი, ისინი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თანაც გაჟღენთილია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით.

არ ინერვიულოთ, რადგან ''Fpaparazzi''-ის რედაქციას მოეპოვება არაჩვეულებრივი მეთოდი, რომელის სახლის პირობებში დაგვეხმარება ფეხების კანის უჯრედების აღდგენა-რეგენერაციაში.

ინგრედიენტები:
  • რძე - 2 ან 4 ჭიქა
  • საკვები სოდა - 3 სუფრის კოვზი

ინსტრუქცია:

  1. აიღეთ 2 ან 4 ჭიქა თბილი რძე.
  2. ჩაასხით ის საშუალო ზომის ტაშტში და ჩაამატეთ 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა.
  3. მოურიეთ კარგად და მოათავსეთ მიღებულ ხსნარში ფეხები.
  4. მოითმინეთ 10-15 წუთით და შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ფეხები.
  5. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 2-ჯერ და ხანმოკლე დროში თქვენი ფეხების კანი საოცრად გლუვი, რბილი და ლამაზი იქნება.