ყველისა და ლორის უგემრიელესი ღვეზელი
როცა ფიქრობთ, რომ ყველა რეცეპტი მოსინჯეთ და უკვე აღარ იცით, ახალი რა მოამზადოთ – მოამზადეთ fpaparazzi რჩევით ლორისა და ყველის ეს ნოყიერი ღვეზელი - ჯერ ერთი, ის ძალიან სწრაფად მზადდება, მეორეც – გულსართი შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიითა და გემოვნებით გაუკეთოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 კვერცხი
- 1 ჭიქა კეფირი
- 0,5 ჩ/კ სოდა
- 1 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 250 გ ყველი
- 200 გ ლორი
- კარაქი
- საფენელი და მანანის ბურღული
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ კვერცხი და მარილი ერთად. მაწონში (ან კეფირში) გახსენით სოდა, ააფუეთ და დაუმატეთ კვერცხს. ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
- ცომი ოლადები კონსისტენციის უნდა ამოვიდეს.
- გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. ლორი დაჭერით პატარა კუბებად. ჩაუმატეთ ორივე ცომში და აურიეთ.
- წაუსვით ღუმელის ტაფას კარაქი, მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა (საფანელი) ან მანანის ბურღული და ზემოდან დაასხით ღვეზელის ცომი.
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით ღვეზელი 25-30 წუთით, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!