ცხელი ბუტერბროდები სტაფილოთი, ყველითა და ნივრით
ცხელი ბუტერბროდები სტაფილოთი, ყველით და ნივრით - ძალიან საინტერესო წასახემსებელია - fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ და წაიღოთ სამსახურში! ზომიერად ცხარე და ხრაშუნა.
ინგრედენტები 12 ბუტერბროდისთვის:
• 2 დიდი სტაფილო,
• 300 გრ მდნარი ყველი (წინასწარ გაყიმული 30 წუთით),
• 1 პური (ბატონი),
• 150 გრ მაიონეზი,
• 4 კბილი ნიორი,
• მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გაყინეთ მდნარი ყველი 30 წუთით.
2. გახეხეთ სტაფილო.
3. დანაყეთ ნიორი და დაამატეთ სტაფილოს.
4. გაყინული მდნარი ყველი გახეხეთ მსხვილად, დაამატეთ სტაფილოს.
5. დაამატეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი.
მასა საკმაოდ ცხარე უნდა გამოვიდეს, ასე რომ, ნუ დაიშურებთ შავ პილპილს.
6. დაჭერით პური, კარგად წაუსვით მიღებული მასა.
7. მოათავსეთ ბუტერბროდები ზეთწასმულ ღუმელის ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. როგორც კი პური ხრაშუნა გახდება, სტაფილოს მასა კი შეწითლდება - გამორთეთ.