საუკეთესო გართობა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

საუკეთესო გართობა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
თითოეულს ტემპერამენტის უნიკალური გამოვლინება გააჩნია, ყოველ ტემპერამენტს კი თავისი შესაბამისი გართობა სჭირდება. გაიგეთ, თუ რომელი შეგეფერებათ თქვენ.

ვერძი - კლუბი
წარმოუდგენელი შინაგანი ენერგია უნდა გამოვიდეს გარეთ! ემოციებისგან დასაცლელად ვერძისთვის საუკეთესო ადგილი - კლუბია. ამასთან, იპოვით ვინმეს, ვისთანაც ღამეს გააგრძელებთ და დაანახებთ, როგორ იქცევა ნამდვილი ნადირი!

კურო - მდიდრული რესტორანი
ასეთი ნატიფი და გამოცდილი გურმანები შესანიშნავ რესტორანში მოინდომებენ დროსტარებას, მიირთმევენ საუკეთესო კერძებსა და ღვინოს. ცხადია, ფუფუნება - კუროს მეორე სახელია, მაგრამ მათ ასევე მუშაობაც უყვართ - ბევრს მუშაობენ და შესაბამისად, კარგადაც ისვენებენ.

ტყუპები - ყველაზე მოდური ”ტუსოვკები”
ტყუპების პოვნა პარასკევ საღამოს ძალზედ იოლია, თუ ქალაქის ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბებსა და ბარებს შემოივლით. მაგრამ გაფრთხილებთ, მას ადგილების გამოცვლა უყვარს, ამიტომ, ძიება შესაძლოა დიდ ხანს გაგრძელდეს.

კირჩხიბი - პლედში გახვეული, კაკაოს ჭიქით ხელში
კირჩხიბი არავითარ შემთხვევაში არ გაცვლის მყუდრო ატმოსფეროს ხმაურიან წვეულებაზე, მითუმეტეს, თუ გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს. წარმოიდგინეთ: წვიმა, პლედი, თბილი კაკაო და ნაზი ჩახუტება...

ლომი - გიჟური წვეულებების ეპიცენტრში
არავის გაუკვირდება, ალბათ. მხოლოდ დავამატებთ, რომ ”ეპიცენტრში” იგულისხმება, რომ თავად ლომი იქნება ყველაფრის ეპიცენტრი, წვეულება კი ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი.

ქალწული - afret-party
ქალწული წვეულებების ხშირი სტუმარი არაა, მაგრამ თუ მივიდა, ბოლომდე თავდაუზოგავად გაერთობა. მას afret-party-ზე იხილავთ, სადაც ყველაზე გამოცდილი ”ტუსოვშიკები” რჩებიან.

სასწორი - რომანტიკული ვახშამი
სასწორი - ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც ცდილობს დააბალანსოს და შეავსოს თავისი თავი პირადი ცხოვრებით. ამიტომ, დიდი ალბათობით, თავისუფალ დროს რომანტიკულ ვახშამზე გაატარებს მეორე ნახევართან ერთად.

მორიელი - VIP დარბაზი
რა თქმა უნდა, ასეთი პრივილეგია ხაზს უსვამს მორიელის სტატუსს და ყველას ანახებს, ვინ არის აქ VIP პერსონა. მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლები პათოსზე მეტად პრაქტიკულობას აფასებენ. ასეთი ოთახი მათ საშუალებას აძლევს, ვიწრო წრეში გაერთონ მეგობრებთან ერთად, ისე რომ, არავინ შეუშალოს ხელი.

მშვილდოსანი - მეგობრების გარემოცვა

დღესასწაულისა და მხიარულების მუდმივი განცდა დასვენების დროსაც კი არ ქრება, პირიქით, უფრო იმატებს. თანაც, ხმაურიანი მეგობრების გარემოცვაში შეგიძლია ნიღაბი მოიხსნა და იყო ისეთი, როგორიც ხარ.

თხის რქა - გახურებული საცეკვაო მოედანი
როდესაც მზის ფარდა ეშვება, თხის რქა საცეკვაო მოედნის მეფე თუ დედოფალი ხდება. ემოციებისა და შამპანურის ზღვა, კარგი მუსიკა და ბევრი ცეკვა - აი თხის რქის ნამდვილი სტიქია.

მერწყული - მომადუნებელი ლაუნჯ-ბარი
მერწყულს არ სჭირდება ხმაურიანი წვეულებები, არც პუბლიკა, მათ სიმშვიდე ურჩევნიათ. ლანჯ-ბარი მათთვის საუკეთესო ადგილია დასასვენებლად, თანაც, ხელს არავინ შეუშლის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში.

თევზები - სასიამოვნო დროსტარება ბუნებაში
თევზებს ჩვეულებრივი პიკნიკი ან რესტორანი ღია ცის ქვეშ ურჩევნიათ დამღლელ და ხმაურიან წვეულებებს. ამგვარად, დაუთმობენ დროს ოჯახს, რაც უდავოდ, საქებარია.