საცხოვრებლად იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

საცხოვრებლად  იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
გაიგეთ, უზარმაზარი პლანეტის თუ რომელი ნაწილი შეგეფერებათ იდეალურად საცხოვრებლად.

ვერძი
ასეთი ფეთქებადი ნიშანი ბედნიერებას არაბულ ქვეყნებში ჰპოვებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები მდიდრულობით, ეგვიპტე სასიამოვნო ზღვის სანაპიროებითა და მცხუნვარე მზით - აი რა სჭირდება ვერძებს.

კურო
ეს ნიშანი აღმერთებს ფუფუნებასა და კომფორტს, თანაც, არ უყვარს შორეული მოგზაურობები. კუროებს ისეთი სტაბილური ქვეყნები მოუხდებათ, როგორებიცაა, ინგლისი ან იაპონია.

ტყუპები
ტყუპებს მუდამ მჩქეფარე ქვეყანა სჭირდებათ, რომელიც ურთიერთობებზე, ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ამ შემთხვევაში, ამერიკა არის იდეალური.

კირჩხიბი
თავად ზოდიაქოს ნიშანი ილტვოდა აღმოსავლეთის უძველეს საწყისებამდე. ამიტომაც, კირჩხიბები თავს ყველაზე უკეთ ინდოეთში, ჩინეთში, ვინეტნამსა და ტაილანდში იგრძნობენ თავს.

ლომი
ლომების ნამდვილ, ცხელ ტემპერამენტს ასეთივე ცხელი ქვეყანა - მადაგასკარი მოუხდებათ. ასევე, მათთვის შესანიშნავია ესპანეთი და იტალია.

ქალწული
ქალწულებს სუფთა და თბილი ზღვა, უძველესი არქიტექტურა და მდიდარი კულტურა ესაჭიროებათ. ამიტომაც, გირჩევთ, ბაკლანეთზე (განსაკუთრებით, საბერძნეთზე) დაფიქრდეთ.

სასწორი
სასწორებს ყველაზე მეტად ისეთი ქვეყნები შეეფერებათ, როგორებიცაა, კუბა, ბალი, დომინიკანა - ქვეყნები, სადაც ქუჩებში მუდმივი დღესასწაულია - რომი, მუსიკა და კაშკაშა ფერები.

მორიელი
მკბენარა ნიშანს - მკბენარა ქვეყანა, მაგალითად, ავსტრალია - მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს სამხრეთ ამერიკის ნებისმიერი ქვეყანა მოეწონებათ, განსაკუთრებით, პერუ ან ჩილე. ამ ქვეყნებში მშვილდოსნები შეძლებენ თავიანთი პოტენციალის წარმოჩენას და ანახებენ მსოფლიოს, თუ რა არის ბედნიერება.

თხის რქა
ფუფუნების მოყვარული თხის რქები თავს ევროპის რომელიმე ძველ ქალაქში იგრძნობენ კარგად. სათანადოდ შეაფასებენ ჩრდილოეთის ცივ სილამაზეს, ან იტალიურ მჩქეფარე ტემპერამენტს.

მერწყული
ნამდვილი კოსმოპოლიტები თავს ყველგან კარგად გრძნობენ, მაგრამ მათთვის საუკეთესო მაინც კანადაა.

თევზები

მგრძნობიარე თევზებისთვის შესანიშნავია ცხელი ქვეყნები, მაგალითად, ესპანეთი ან ბრაზილია. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელს სულიერი მხარე განვითარებული აქვს, მისთვის ტიბეტი იდეალურია.